დიდი აღმომჩენი თუ სასტიკი კოლონიზატორი, რომელმაც ათასობით ადამიანი მოკლა - ვინ იყო ქრისტეფორე კოლუმბი სინამდვილეში? | Allnews.Ge

დიდი აღმომჩენი თუ სასტიკი კოლონიზატორი, რომელმაც ათასობით ადამიანი მოკლა - ვინ იყო ქრისტეფორე კოლუმბი სინამდვილეში?

ქრისტეფორე კოლუმბის სახელი ლეგენდებით არის გარემოცული და ის დღემდე, ერთ-ერთ ყველაზე იდუმალებით მოცულ პიროვნებად რჩება ისტორიაში. ამ ბოლო დრომდე, მასზე მხოლოდ ისე წერდნენ, როგორც დიდ მოგზაურზ და ამერიკის აღმომჩენზე. მაგრამ, ბოლო პერიოდში გაჩნდა კვლევის შედეგები და სტატიები, რომლებშიც მეცნიერები კოლუმბთან დაკავშირებული ფაქტების შეფასებას, განსხვავებული თვალსაზრისით გვთავაზობენ.

history-ask-history-did-columbus-really-discover-america-34757-resf-hd-1649681185.jpg

მაგ., ამერიკელი ისტორიკოსი ჰოვარდ ზინი (Howard Zinn) ამტკიცებდა, რომ ახალ სამყაროში ევროპული ახალშენების გაჩენა, ამერიკის მასობრივი კოლონიზაციის, მონათვაჭრობის და ადგილობრივი მოსახლეობის ამოწყვეტის (1492 წლიდან – XX საუკუნის დასაწყისამდე, დაახლოებით, 100 მლნ-მდე ინდიელი გახდა ძალადობრივი სიკვდილის მსხვერპლი) დასაწყისი იყო.

2018072220431073439-1-1649681073.jpg

ვინ იყო და რას საქმიანობდა კოლუმბი, ვიდრე ცნობილი მოგზაური გახდებოდა?

ზოგიერთი მკვლევარი დარწმუნებულია, რომ ის გულმოდგინედ მალავდა თავისი ბიოგრაფიის ზოგიერთ ფაქტს, რადგან წარსულში ავაზაკი და მონებით მოვაჭრე იყო. ცნობილია, რომ კოლუმბი, ამერიკაში გამგზავრებამდე, ნამდვილად იმყოფებოდა აღმ. აფრიკის რეგიონში, სადაც აქტიურად მიმდინარეობდა მონებით ვაჭრობა, მაგრამ იქ რას საქმიანობდა, ცნობილი არ არის.

სხვა ვერსიით, სახელგანთქმული მეზღვაური, ღარიბი ოჯახიდან იყო, ქსოვილით ვაჭრობდა და შემდეგ, როდესაც ცნობილი გახდა, არ უყავრდა თავისი მდაბიო წარმომავლობის შესახებ საუბარი.

ქრისტეფორე კოლუმბის დანაშაულები

ექსპედიციების დროს კოლუმბმა ვერ აღმოაჩინა ოქროს საბადოები, მაგრამ მონებთან დაკავშირებული პირობა შეასრულა: არავაკების ტომებიდან (ცენტრალური ამერიკის ინდიელი ხალხები) ესპანელებმა ამოარჩიეს 500 ყველაზე ძლიერი და ჯანმრთელი მამაკაცი და ქალი და ესპანეთში გაგზავნეს. მათგან 200 გზაში დაიღუპა.

მონებად წაყვანილ ინდიელებზე უკეთესი ხვედრი არც სამშობლოში დარჩენილ აბორიგენებს და ახალშენებში მცხოვრებ ესპანელებს ელოდათ. კოლუმბმა ახალ სამყაროში უმკაცრი წესები შემოიღო: მამაკაცებს მაღაროებში, ხოლო ქალებს პლანტაციებზე, დილიდან დაღამებამდე, მძიმე პირობებში ამუშავებდა. სასტიკად ხდებოდა ნებისმიერი ბუნტის ჩახშობა და ამის გამო, ესპანელმა კოლონიზატორებმა კოლუმბს მეფესთანაც კი უჩივლეს.

image-placeholder-title-1649681159.jpg

ჰაიტზე ჩასულმა სამეფო კომისარმა დიდი მეზღვაური დააპატიმრა და ესპანეთში ბორკილდადებული ჩაიყვანა. მაგრამ, მეფემ ის არა მარტო გაათავისუფლა, მეოთხე ექსპედიციაც დაუფინანსა და ისევ ამერიკაში გაგზავნა.

კოლუმბმა ინდიელი ქალი მოიტაცა და საკუთარი გუნდის წევრს გადასცა გასაუპატიურებლად

ბერგრინს მოჰყავს მიშელ დე კუნეოს ციტატა, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამერიკაში კოლუმბის მეორე ექსპედიციაში (გვერდი 143): „ნავში ყოფნისას მე დავატყვევე ულამაზესი ქალი, რომელიც საბოლოო ჯამში ლორდმა ადმირალმა [კოლუმბმა] მე მიბოძა. როდესაც მე ის ჩემს ოთახში შევიყვანე, ქალი შიშველი იყო – მათი ტრადიციისამებრ. მე მსურდა და შევეცადე მასთან საკუთარი სურვილების დაკმაყოფილება. თუმცა, მან წინააღმდეგობა გამიწია და ისეთი ჭრილობები მომაყენა ფრჩხილებით, რომ ვინანე. შემდეგში მე ავიღე თოკის ნაჭერი და მაგრად გავტყიპე ისე, რომ მან გამოსცა ყურებისთვის წარმოუდგენელი კვნესა. საბოლოო ჯამში, ჩვენ მივაღწიეთ ისეთ შეთანხმებას, რომ შეგექმნებოდათ ისეთი წარმოდგენა თითქოს ის გაწვრთნილი იყო ბოზების სკოლაში“.

1280px-landing-of-columbus-2-1649681249.jpg

ისპანიოლაზე [დღევანდელი ჰაიტი] კოლუმბის გუნდის წევრი სხვების დასამორჩილებლად საჯაროდ აჭრიდა ინდიელებს ყურებს

მას შემდეგ, რაც 2000 ინდიელზე მეტი ადამიანის თავდასხმა გადაიტანა, კოლუმბმა მის დაქვემდებარებაში მყოფ ალონსო დე ოჰედას უბრძანა სამი ინდიელი ბელადის მოყვანა. შემდეგ კი, მისი ბრძანებით მათ საჯაროდ თავები მოჰკვეთეს. დამატებით ოჰედამ უბრძანა საკუთარ ხალხს, რომ დაეტყვევებინათ კიდევ ერთი ინდიელი და საკუთარი სოფლის შუაგულში „მისთვის ყურები მოეჭრათ იმის სასჯელად, რომ მდინარის გადაკვეთისას ესპანელებმა მათგან საკმარისი დახმარება ვერ მიიღეს“. (ბერგრინი, 170-171)

კოლუმბმა ისპანიოლაზე ათასზე მეტი ადამიანი მოიტაცა და დაამონა

კუნეოს თანახმად, კოლუმბმა უბრძანა, რომ მომხდარიყო 1,5000 კაცისა და ქალის დატყვევება. აქედან 400 გაუშვეს, 500 გაწირეს ესპანეთში დეპორტაციისთვის, ხოლო დანარჩენი 600 ესპანელებმა კუნძულზე მონებად აქციეს. 500 ადამიანიდან, სადღაც 200 დაიღუპა მგზავრობისას და მათი ცხედრები ესპანელებმა ატლანტიკურ ოკეანეში გადააგდეს. (ბერგრინი, 196-197)

colonization-getty-586122346-1649681265.jpg

კოლუმბი აგრეთვე საშინლად ეპყრობოდა მის დაქვემდებარებაში მყოფ ესპანელებსაც

რა თქმა უნდა, მისი დანაშაულები კარიბელებისა და ტაინოელების წინაშე წარმოუდგენელია, მაგრამ კოლუმბის მმართველობა ესპანელ ჩასახლებულებზეც გამოირჩეოდა სისასტიკით. მისი ბრძანებით, სადღაც ათამდე ესპანელი „საჯაროდ გატყიპეს, კისერზე დააბეს და ტერფებით ერთმანეთს მიაბეს“; ეს იყო სასჯელი იმისთვის, რომ მათ შიმშილისგან თავის დასაღწევად გაცვალეს ოქრო საჭმელზე. კოლუმბის ბრძანებით, ქალს, რომელმაც „ცუდი სიტყვები წარმოსთქვა ადმირალსა და მის ძმებზე“, ენა მოაჭრეს.

ინდიელ მონებს, რომლებსაც კისერზე ბორკილები ჰქონდათ, ესპანელი დამპყრობლები თავებს აჭრიდნენ, რომ თავი არ შეეწუხებინათ ამავე ბორკილების მოხსნით

ბენჯამინ კინის თანახმად, რომელიც ესპანელების მიერ ამერიკის დაპყრობის ისტორიის მკვლევარია, არსებობს რამდენიმე სარწმუნო წყარო, რომელთა მიხედვით, „რამდენიმე დაბეჩავებული ინდიელ მუშას ესპანელებმა თავი მოჰკვეთეს, რომ თავი აერიდებინათ კისერზე დამაგრებული სარჩულის მოხსნისგან“.

წყარო

myquiz