"გამეღვიძა, ჩემი ქმარი საწოლში არ იწვა... "დაიწყო", - მითხრა მან...იმ დღეს უკანასკნელად ვნახე ის პიჯაკსა და თეთრ პერანგში" - ოლენა ზელენსკა ომის პირად ისტორიაზე | Allnews.Ge

"გამეღვიძა, ჩემი ქმარი საწოლში არ იწვა... "დაიწყო", - მითხრა მან...იმ დღეს უკანასკნელად ვნახე ის პიჯაკსა და თეთრ პერანგში" - ოლენა ზელენსკა ომის პირად ისტორიაზე

უკ­რი­ა­ნის პირ­ვე­ლი ლედი, ოლე­ნა ზე­ლენ­სკა ბრი­ტა­ნულ Vogue-ს ესა­უბ­რა. გა­იხ­სე­ნა ომის და­წყე­ბა, რუ­სე­თის შეჭ­რის პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი, ისა­უბ­რა პი­რად ემო­ცი­ებ­ზე, გან­ცდებ­ზე მე­უღ­ლე­სა და შვი­ლებ­ზე. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენ­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

რუ­სე­თის უკ­რა­ი­ი­ნა­ში შეჭ­რის პირ­ველ დღე­ებ­ზე:

და­სა­წყი­სი კარ­გად მახ­სოვს, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მუ­შაო დღე და სა­ღა­მო იყო: ბავ­შვე­ბი სკო­ლი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, ჩვე­უ­ლი სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი, მომ­დევ­ნო სას­წავ­ლო დღის­თვის მზა­დე­ბა... და­ძა­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ყველ­გან ბევ­რს სა­უბ­რობ­დნენ შე­საძ­ლო შე­მოჭ­რა­ზე, მაგ­რამ ბოლო წუ­თამ­დე არ გვჯე­რო­და, რომ ეს მოხ­დე­ბო­და... 21 სა­უ­კუ­ნე­ში? თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში?

გა­მეღ­ვი­ძა, დი­ლის 4:00-დან 5:00 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდ­ში. მა­შინ­ვე ვერ მივ­ხვდი, რომ ეს აფეთ­ქე­ბის ხმა იყო. ვერ გა­ვი­გე, რა შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო. ჩემი ქმა­რი სა­წოლ­ში არ იწვა, მაგ­რამ რო­დე­საც ავ­დე­ქი, მა­შინ­ვე და­ვი­ნა­ხე, იდგა, უკვე ჩაც­მუ­ლი, ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ პი­ჯაკ­ში (და იმ დღეს უკა­ნას­კნე­ლად ვნა­ხე მე ის პი­ჯაკ­სა და თეთრ პე­რან­გში - მას შემ­დეგ სამ­ხედ­რო გახ­და).

olena4-40291-1649576807.webp

"და­ი­წყო“, - სულ ეს იყო, რაც მან თქვა.

ვერ ვი­ტყვი, რომ იყო დაბ­ნე­უ­ლო­ბა და პა­ნი­კა.

"რა ვუ­ყოთ ბავ­შვებს?“ - ვკი­თხე.

"მო­ი­ცა­დე, მე შე­გა­ტყო­ბი­ნებ. ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის, შე­აგ­რო­ვეთ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თე­ბი და სა­ბუ­თე­ბი“, - მი­თხრა და სახ­ლი­დან გა­ვი­და.

ბავ­შვე­ბის შე­სა­ხებ:

ბავ­შვე­ბის­თვის არაფ­რის ახ­სნა არ არის სა­ჭი­რო, ისი­ნი ყვე­ლა­ფერს ხე­და­ვენ ისე, რო­გორც ყვე­ლა ბავ­შვი უკ­რა­ი­ნა­ში. რა თქმა უნდა, ეს ის არ არის, რაც ბავ­შვებ­მა უნდა ნა­ხონ, მაგ­რამ ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან გილ­წრფე­ლე­ბი და პა­ტი­ოს­ნე­ბი არი­ან, მათ ვე­რა­ფერს და­უ­მა­ლავთ. ამი­ტომ, სა­უ­კე­თე­სო სტრა­ტე­გია სი­მარ­თლის თქმაა. ასე რომ, მათ­თან ყვე­ლა­ფე­რი გან­ვი­ხი­ლეთ. შე­ვე­ცა­დე მათ კი­თხვებ­ზე მე­პა­სუ­ხა. ჩვენ ბევ­რს ვსა­უბ­რობთ, რად­გა­ნაც იმის თქმა, რაც გტკი­ვა, და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ გშვე­ლის კი­დეც.

olena5-40311-1649576865.webp

უკ­რა­ი­ნელ­თა ერ­თი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ

ომმა მა­შინ­ვე ყვე­ლა გა­ა­ერ­თი­ა­ნა. და ეს იყო იმ ტი­რა­ნის სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მა, რო­მე­ლიც თავს დაგ­ვეს­ხა. პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ ყვე­ლა­ნი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ვართ.მას ჩვე­ნი გა­ყო­ფა, დან­გრე­ვა, შიდა და­პი­რის­პი­რე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა სურ­და, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის ამის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. რო­დე­საც ერთ-ერთ ჩვენ­განს აწა­მე­ბენ, აუ­პა­ტი­უ­რე­ბენ, ან კლა­ვენ, ვგრძნობთ, რომ ყვე­ლას გვა­წა­მე­ბენ, გვა­უ­პა­ტი­უ­რე­ბენ, გვკლა­ვენ. სწო­რედ ეს პი­რა­დი ბრა­ზი და ტკი­ვი­ლია, რო­მე­ლიც მყი­სი­ე­რად გვი­ბიძ­გებს მოქ­მე­დე­ბის­კენ, აგ­რე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის­კენ, კი­დევ უფრო ამ­ძაფ­რებს ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვის წყურ­ვილს. ყვე­ლა იმას აკე­თებს, რაც შე­უძ­ლია: ჯა­რის­კა­ცე­ბი ია­რა­ღით ხელ­ში, მას­წავ­ლებ­ლე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ სწავ­ლე­ბას, ექი­მე­ბი ატა­რე­ბენ ურ­თუ­ლეს ოპე­რა­ცი­ებს თავ­დას­ხმის ქვეშ. ყვე­ლა მო­ხა­ლი­სე გახ­და, მხატ­ვრე­ბი, რეს­ტავ­რა­ტო­რე­ბი, - რად­გან ბარ­ბა­რო­სე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­პყრო­ბას ცდი­ლო­ბენ. მე და­ვი­ნა­ხე, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­მა ჩვენს შვი­ლებ­ში ყვე­ლა­ზე ღრმა, პატ­რი­ო­ტუ­ლი გრძნო­ბე­ბი გა­მო­იწ­ვია, მხო­ლოდ ჩემს შვი­ლებ­ში არა, არა­მედ ყვე­ლა უკ­რა­ი­ნელ ბავ­შვში. ისი­ნი პატ­რი­ო­ტე­ბად და სამ­შობ­ლოს დამ­ცვე­ლე­ბად გა­იზ­რდე­ბი­ან.

განაგრძეთ კითხვა

myquiz