"ელისოს ცხედარს სიონის ტაძარში მივაგენი" - რას ჰყვება 9 აპრილს მოკლული 25 წლის ფეხმძიმე ქალის ძმა? | Allnews.Ge

"ელისოს ცხედარს სიონის ტაძარში მივაგენი" - რას ჰყვება 9 აპრილს მოკლული 25 წლის ფეხმძიმე ქალის ძმა?

9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დი­ი­დან 33 წელი შეს­რულ­და. 1989 წლის 9 აპ­რილს, გამ­თე­ნი­ი­სას, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ნა­წი­ლებ­მა თბი­ლი­სის ცენ­ტრში, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან, მშვი­დო­ბი­ა­ნი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია და­არ­ბი­ეს, რა­საც მსხვერ­პლი მოჰ­ყვა.

რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის ხე­ლით და­ი­ღუ­პულ 21 გმირს შო­რი­საა ხა­რა­გა­უ­ლე­ლი ელი­სო ჭი­პაშ­ვი­ლი. ის იმ დროს ფეხ­მძი­მედ იყო. 25 წლის ექთა­ნი გო­გო­ნა აქ­ცი­ა­ზე მო­მი­ტინ­გე­თა და­სახ­მა­რებ­ლად მი­ვი­და. აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და მისი ძმა ვახ­ტანგ ჭი­პაშ­ვი­ლი. ძმამ დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი 9 აპ­რილს დი­ლით შე­ი­ტყო. ელი­სოს შე­სა­ხებ სტა­ტი­ას გა­მო­ცე­მა "ჩემი ხა­რა­გა­უ­ლი" აქ­ვეყ­ნებს:

"დი­ლით რომ რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ვე­დი, გა­ვი­გო­ნე "ვა­ი­მე, ჩვე­ნი ელი­სოო… ელი­სოს ცხე­დარს სი­ო­ნის ტა­ძარ­ში მი­ვა­გე­ნი. დე­დას თა­ვი­დან ვერ ვუ­თხა­რი. მამა ხა­რა­გა­ულ­ში იყო წა­მო­სუ­ლი. ექ­სპერ­ტი­ზამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ გა­ზით მო­ი­წამ­ლა. დიდი წვა­ლე­ბით მი­ვას­ვე­ნეთ სახ­ლში. დე­და­ჩე­მი ელი­სოს და­ღუპ­ვი­დან მე­ო­თხე დღეს ინ­ფარ­ქტით გარ­და­იც­ვა­ლა, ამ­ხე­ლა ტრა­გე­დი­ას ვერ გა­უძ­ლო. ორი მიც­ვა­ლე­ბუ­ლი ერ­თად გა­ვას­ვე­ნეთ.

დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან თუ ვიმ­სჯე­ლებთ, მას შემ­დეგ მსგავ­სი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს. ისე ერთ მუშ­ტად შეკ­რუ­ლი ერი არ მახ­სოვს". წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად