ჩემპიონები, გინესის რეკორდსმენები  - ვინ არის 10 ყველაზე ძლიერი ქალი მსოფლიოში? | Allnews.Ge

ჩემპიონები, გინესის რეკორდსმენები  - ვინ არის 10 ყველაზე ძლიერი ქალი მსოფლიოში?

იყო დრო, როდესაც ქალებს „სუსტი სქესის“ წარმომადგენლებს უწოდებდნენ და მიიჩნეოდა, რომ ზოგიერთი საქმიანობა ქალებისთვის არ იყო განკუთვნილი.

მაგალითისათვის სპორტის ზოგიერთი სახეობა, ბოდიბილდინგი და აშ. თუმცა, დროთა განმავლობაში ეს სტერეოტიპები დაიმსხვრა.

დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიოს ისტორიაში 10 ყველაზე ძლიერ ქალს და მათ მიღწევებს.

ბევ ფრენსისი

bev6-1649253698.jpeg

ბენ ფრენსისი ავსტრალიელი ბოდიბილდერი იყო, რომელიც 1977-82 წლებში პლანეტის ყველაზე ძლიერ ქალად მიიჩნეოდა. ის იყო პირველი ქალი ისტორიაში, რომელმაც 136 კილოგრამის სიმძიმის ძელი ასწია.

სარა რობლესი

is-sarah-robles-a-girl-or-boy-1649253835.jpg

სარა რობლესი ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი სიმძიმის აწევაში. ის პირველი ქალი იყო აშშ-ში, რომელმაც 140 კილოგრამი სიმძიმის ძელი ასწია.

ჯილ მაილსი

jill-mills-1649253909.jpg

ჯილ მაილსი ამერიკელი სპორტსმენია, რომელიც სიმძიმეების აწევით 23 წლის ასაკში დაინტერსდა. 2001 და 2002 წლებში ის მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქალის ტიტულის მფლობელი გახდა.

დონნა მური

20180327-184844-read-only-e1522252535657-640x360-1649253957.jpg

დონნა მური ბრიტანელი სპორტსმენია, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქალის ტიტულის მფლობელი 20016-17-19 წლებში გახდა. მან 170 კილოგრამის სიმძიმის აწევა შეძლო, რითაც ახალი რეკორდი დაამყარა.

ჯუდი გლენი

640px-karynmarshallliftingbarbells1987weightliftingchampionshipdaytonabeach-1649254009.jpeg

ჯუდი გლენმა აშშ-ის ძალოსნობის ეროვნულ ჩემპიონატში 11 ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.

ჩენ ვეი-ლინგი

5a4d86c744465-1649254070.jpg

ჩენ ვეი-ლინგი მსოფლიშო ყველაზე ძლიერ ქალად რამდენჯერმე დასახელდა. ის იყო ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელმაც საკუთარ წონაზე 4-ჯერ მეტი სიმძიმის აწევა შეძლო.

ბეკა სვენსონი

becca-swanson-1649254112.png

ბეკა სვენსონა შეძლო და 360 კილოგრამზე მეტი სიმძიმის ძელი რამდენჯერმე ასწია.

ანეტა ფლორცზიკი

dd7b2y0-697d89f3-d973-4c2f-8059-1b4db6540623-1649254159.jpg

პოლონელი ანეტა ფლორცზიკი პლანეტის ყველაზე ძლიერ ქალად 2003, 2005, 2006 და 2008 წლებში დასახელდა.

ტატიანა კაშირინა

kjebkpspxvkzbnmz6qruizq7vy-1649254238.jpg

ტატიანა კაშირინა რუსი ბოდიბილდერია. მას 5 მსოფლიო და 7 ევროპის ჩემპიონატი აქვს მოგებული.

ჰეიმი კოივუნიემი

heini-koivuniemi-1649254303.jpg

ჰეიმი კოივუნიემი ცნობილი ფინელი სპორტსმენია. ოლიმპიურ ჩემპიონატებში გამარჯვების გარდა მან გინესის მსოფლიო რეკორდი დაამყარა ლუდის კასრის ყველაზე მაღლა აგდებაში. მისი რეკორდის მოხსნა ჯერჯერობით ვერცერთმა მამაკაცმა ვერ შეძლო.

ასევე დაგაინტერესებთ:

ყველაზე სასტიკი ქალი-მებრძოლები ომების ისტორიაში- ვინ იყვნენ დაუნდობელი მეომრები, რომლებიც კოლონიზატორებს

„მისტერ ყველაფრისმჭამელი“- ვინ იყო კაცი, რომელმაც 9-ტონიანი თვითმფრინავი შეჭამა

ძლიერი ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

შიშის ზარს სცემდნენ

myquiz