"პუტინი მკვდარია და ახლა რუსეთს მისი ორეული მართავს?" - ვარაუდები რუსეთის პრეზიდენტის ორეულების შესახებ | Allnews.Ge

"პუტინი მკვდარია და ახლა რუსეთს მისი ორეული მართავს?" - ვარაუდები რუსეთის პრეზიდენტის ორეულების შესახებ

დასავლური ცივილიზაციისგან დაცარიელებულ რუსეთში ისევ არსებობს შეთქმულების თეორიები, იმაზე, რომ პუტინი გარდაიცვალა, და მას კლონები ჰყავს. თეორია იმდენად პოპულარულია, რომ საზოგადოება ფიქრობს შეიძლება ის ცოცხალია, სადღაც ურალის ბუნკერს აფარებს თავს, მის მაგივრად კი პლასტიკური ქირურგიის წარმატებული ნიმუშები ე.წ კლონი ან კლონები მართავენ ქვეყანას.

საინფორმაციო სააგენტო "ტასის" ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, იყო თუ არა მის წინ ნამდვილი რუსეთის პრეზიდენტი, წესით ჭორები უნდა გაექარწყლებინა თუმცა, ასე არ მოხდა. ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მას ორეული არ ჰყავს. ამასთან, რუსეთის ლიდერი ადასტურებს, რომ 2000 წელს, როდესაც ჩეჩნეთში ომი მიმდინარეობდა, მას ორეულის გამოყენების გეგმა შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა.

1566537-1-1649187350.jpg

მსოფლიოს ნომერ პირველი ანტაგონისტის წინააღმდეგ, რამდენი ფაქტი არსებობს. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ინტერნეტში ვაწყდებით, ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებს ეფუძნება, და ეს ლოგიკურია, ვინაიდან Z ნიშნის ქვეშ მცხოვრებ ყველა მოქალაქეს ერთი დიდი დიქტატორის ხელი მართავს, რომლის მთავარი მონაპოვარი თავისუფალი სიტყვის სრული ამოშანთვაა.

615e9a6b2ccb1-putyn-1-1649146802.jpg

გთავაზობთ, ფართოდ გავრცელებული თეორიების იმ კრებულს, რომელსაც საკმაოდა ბევრი კონტრარგუმენტიც ახლავს თან.

ერთ-ერთი მედია გამოცემა გვარწმუნებს, რომ არსებობს, სამთავრობო კლინიკის ექიმის წერილი, რომლის გვარსაც და თანამდებობასაც გასაგები მიზეზების გამო არ ასახელებს, მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ვლადიმერ ვლადიმირის ძე პუტინი მკვდარია. რუსეთის პრეზიდენტი მოულოდნელად გარდაიცვალა ჯერ კიდევ 2004 წლის 6 ივნისს, 23 საათსა და 15 წუთზე, მოსკოვის იშემიური ინსულტისგან".

უცნობი ექიმის თქმით, მალევე საიდუმლო ლაბორატორიაში, დაიწყო პუტინის ორეულების შექმნის პროექტი. მათი თქმით, ფიზიკური მომზადებას თან ახლდა ფსიქოლოგიური ვარჯიშები კერძოდ, ჰიპნოზის სეანსები, რამაც პაციენტები შიზოფრენიამდე მიიყვანა.

რუსი ჟურნალისტის, მიხაილ სალტინის თქმით, ორეულის გარჩევა შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება. მაგალითად ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, ქალაქ სოჭიდან, მას სახეზე მზის დამწვრობა აქვს. 24 საათის შემდეგ კი ყაზახეთში ვიზიტისას, მისი კანი ფერმკრთალია.

615e9cda8d46c-putyn-1-1649146824.png

2015 წლის 26 ივნისს, ჟურნალისტმა ოლეგ კაშინმა, წარმოადგინა მტკიცებულება იმისა, რომ, პუტინი იმ დღეს ორ სხვადასხვა ადგილას ნახეს. ერთი პუტინი კრემლში სახალხო პალატის წევრებს შეხვდა, მეორე კი ალთაიზე მოსკოვიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იმყოფებოდა.

putin-dvojnik-1649146895.jpg

ერთ-ერთი რუსული მედიის ჟურნალისტებმა სასამართლო ექსპერტიზას მიმართეს. სპეციალისტმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა სურდა, გადახედა პრეზიდენტის სხვადასხვა წლებში მოწოდებულ ფოტოებს და თქვა, რომ ადამიანის გარეგნობის ასეთი ცვლილებები ასაკით აიხსნება და არავითარ შემთხვევაში არ მიუთითებს გაყალბებაზე. „სახის სიმეტრია იგივე დარჩა; დროთა განმავლობაში ცხვირისა და ყურების მატება ბუნებრივია, სახის ძვლის დაქვეითებაც ბუნებრივია“, - არწმუნებს ექსპერტი.

ავტორი: ნინო ქობალია

myquiz