ცოლებით ვაჭრობა ინგლისში- რატომ ყიდდნენ ბრიტანელები საკუთარ ცოლებს და როდის დაფიქსირდა ბოლოს მსგავსი შემთხვევა? | Allnews.Ge

ცოლებით ვაჭრობა ინგლისში- რატომ ყიდდნენ ბრიტანელები საკუთარ ცოლებს და როდის დაფიქსირდა ბოლოს მსგავსი შემთხვევა?

ინდუსტრიული რევოლუციის დროს ინგლისში ბევრი უიღბლო ქორწინება იყო, მაგრამ განქორწინება იყო ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესი, რომელიც მიუწვდომელი გახლდათ დაბალი კლასის წარმომადგენლებისთვის.

ამიტომ ახალი და ძალიან უცნაური ტრადიცია მოიგონეს: ცოლის გაყიდვა. მსგავსი კონცეფცია გაჩნდა დაახლოებით 1700-იანი წლების შუა ხანებში და პოპულარული გახდა მე-19 საუკუნეში.

image-placeholder-title-1648982978.jpg

ეს არ იყო ოფიციალური პროცედურა და ფაქტობრივად, ქორწინება კანონიერად არ იშლებოდა. თუმცა, ადგილობრივი იურისტების უმეტესობა მზად იყო თვალი დაეხუჭა იმ შემთხვევებზე, როდესაც ცოლ-ქმარი მოლაპარაკებებს აწარმოებდა გაყიდვაზე.

უფრო მეტიც, ცოლებს ზოგჯერ აუქციონზე აყენებდნენ და ყიდდნენ ყველაზე მაღალ ფასად.

wife-selling-1648983003.jpg

„ცოლის გაყიდვის“ პრაქტიკა არ იყო მაინცდამაინც ლეგალური, მაგრამ პოპულარული გახდა ღარიბებში, როგორც ცუდი ქორწინებისგან თავის დახსნის საშუალება..

გავრცელებული მოსაზრება, რომ კაცს შეეძლო კანონიერად გაჰყროდა ცოლს, კისერზე ლაგამის შემოხვევით და ბაზარზე გასაყიდად წაყვანით. ზოგიერთ შემთხვევაში ეს იყო შედარებით ცივილიზებული შეთანხმება ქმარს, ცოლსა და მის საყვარელს შორის. სხვა შემთხვევაში, ცოლი "იყიდებოდა" სრულიად უცხო ადამიანს ყველაზე მაღალ ფასად აუქციონზე.

2022033114371889693-1648983020.jpg

ცოლის გაყიდვა მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ინგლისში გარკვეული ფორმით გაგრძელდა; იურისტისა და ისტორიკოსის ჯეიმს ბრაისის მიხედვით, 1901 წელს, ცოლის გაყიდვები ჯერ კიდევ ხდებოდა. ინგლისში ცოლის გაყიდვის ერთ-ერთ ბოლო შემთხვევაზე, 1913 წელს მოხდა.

ლიდსის პოლიციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას ქალი ამტკიცებდა, რომ იგი მიჰყიდეს ქმრის ერთ-ერთ თანამშრომელს 1 ფუნტად.