8 ნაკლებად ცნობილი დიქტატორი და მათი ექსტრავაგანტული ცხოვრების წესი | Allnews.Ge

8 ნაკლებად ცნობილი დიქტატორი და მათი ექსტრავაგანტული ცხოვრების წესი

დედამიწა დიქტატორების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის. დღესაც არსებობენ ისეთი პოლიტიკური პირები, რომლებსაც მოსახლეობის უმრავლესობა დიქტატორად აღიქვამს და მათ წინააღმდეგ იბრძვიან კიდეც.

დიქტატორის დაუოკებელი სურვილი და მისწრაფება ძალაუფლების შენარჩუნება, მასებზე ბატონობა და დიდძალი ქონების სამუდამო განკარგულებაში ქონაა, რაც ხშირად უბრალო მოქალაქეების გაღატაკების და მონური შრომის ხარჯზე ხდება.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ფიგურას, რომლებსაც საკუთარმა მოსახლეობამ და ისტორიამ დიქტატორის სახელი შეარქვა:

ისლამ კარიმოვი

3000-1648980951.jpeg

20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უზბეკეთის პრეზიდენტის პოსტზე მყოფმა ისლამ კარიმოვმა ქვეყანა, რომელსაც ის მართავდა “ოჯახურ ბიზნესად“ აქცია. კარიმოვს ბრალად ედება ქვეყნის ბიუჯეტით სარგებლობა. საკუთარ ქალიშვილებს კი რამდენიმე ქვეყანაში საბანკო ანგარიშები გაუხსნა, სადაც არაკეთილსინდისიერი გზით მოპოვებულ თანხას რიცხავდა. ამბობენ, რომ კარიმოვის უმცროსმა ქალიშვილმა ცოტა ხნის წინ ჰილზში 58 მილიონი დოლარის ღირებულების ვილა შეიძინა.

თეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგო

teodoro-obiang-nguema-mbaso-1648981086.jpg

ეკვატორული გვინეის პრეზიდენტი, თეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგო 600 მილიონ დოლარს ფლობს. ობიანგმა მილიონები იმ ქვეყნიდან გამოიმუშავა, რომლის პრეზიდენტიც თავად იყო. მოგვიანებით მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდძალი ფულის მოპარვა დასდეს ბრალად.

მისი მდიდრული ცხოვრების წესი მოიცავს მაღალი კლასის მანქანების კოლექციას, მათ შორის არის: ბუგატი, მაზერატი და ბენტლი. იგი ფლობს პარიზში ელიტარულ 6-სართულიან შენობას. ასევე ფლობს 12 ჰექტარ ქონებას მალიბუში, რომლის ღირებულებაა დაახლოებით 35 მილიონი დოლარი.

დენის სასოუ ნგესო

150403155803-denis-sassou-nguesso-512x288-nocredit-1648981119.jpg

კონგოს პრეზიდენტი, დენის სასოუ ნგესო კიდევ ერთი აფრიკელი პრეზიდენტია, რომელმაც მილიონები ქვეყნის მმართველობის დროს გამოიმუშავა. ცნობილია, რომ სასოუ და მისი ოჯახი მილიონობით დოლარს ხარჯავენ მხოლოდ მოგზაურობაში. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა 400,000 დოლარზე მეტი მხოლოდ სასტუმროს გადასახადებზე დახარჯა, როდესაც ნიუ-იორკში Waldorf Astoria-ში გაემგზავრა.

ალი ბონგო ონდიმბა

ali-bongo-ondimba-1648981151.png

თავისი ქვეყნის შემოსავლების კაპიტალიზაცია გაბონის პრეზიდენტს, ალი ბონგო ონდიმბასაც უყვარს. ამბობენ, რომ ონდიმბამ გაფლანგა თავისი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 25 პროცენტი. ონდიმბას ქონების წმინდა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია. ის ასევე ფლობს მდიდრულ ქალაქურ სახლს პარიზში, რომელიც 138 მილიონ დოლარად შეიძინა. “თაუნჰაუსი“ მდებარეობს პარიზის შუაგულში ერთ ჰექტარ მიწაზე და შეიცავს 14 საძინებელს, საცურაო აუზს, ჩოგბურთის კორტებს და შვიდ პარკინგის ადგილს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz