ქართველები ჰოლივუდში - სამი ქართველი მსახიობი "ნეტფლიქსის" გახმაურებული ფილმის მეორე ნაწილში მიიღებს მონაწილეობას | Allnews.Ge

ქართველები ჰოლივუდში - სამი ქართველი მსახიობი "ნეტფლიქსის" გახმაურებული ფილმის მეორე ნაწილში მიიღებს მონაწილეობას

"ნე­ტფ­ლიქ­სის“ პო­პუ­ლა­რუ­ლი ფილ­მის, Extraction-ის მე­ო­რე ნა­წი­ლი Extraction 2 მალე ტე­ლე­ეკ­რან­ზე გა­მო­ვა. მისი გა­მოს­ვლის თა­რი­ღად 2022 წლის მა­ი­სი და­სა­ხელ­და.

კი­ნო­სუ­რა­თის ქარ­თვე­ლი ფა­ნე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ხა­რუ­ლოა ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მას­ში სამი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. კონ­კრე­ტუ­ლად კი თორ­ნი­კე გოგ­რი­ჭი­ა­ნი, თინა და­ლა­ქიშ­ვი­ლი და დათო ბახ­ტა­ძე.

ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ IMDB-ზეა უკვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის გმი­რე­ბი ფილმში ქარ­თვე­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან. თინა და­ლა­ქიშ­ვი­ლის გმირს ქე­თე­ვა­ნი ერ­ქმე­ვა, დათო ბაქ­რა­ძის გმირს ავ­თან­დი­ლი, ხოლო თორ­ნი­კე გოგ­რი­ჭი­ა­ნის - ზუ­რა­ბი.

ფილმში მთა­ვარ როლს ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი, კრის ჰემ­სუ­ორ­თი ას­რუ­ლებს. მისი პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი 2020 წელს გა­მო­ვი­და და შთამ­ბეჭ­და­ვი აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა. ფილ­მის პირ­ველ ნა­წილს "ნე­ტფ­ლიქსზე" 99 მი­ლი­ონ­ზე მეტი ნახ­ვა აქვს.