ბუნებრივი მოვლენა თუ უძველესი ცივილიაზიის ნახელავი? - რას წარმოადგენს ალ-ნასლაას მისტიკური კლდე საუდის არაბეთში? | Allnews.Ge

ბუნებრივი მოვლენა თუ უძველესი ცივილიაზიის ნახელავი? - რას წარმოადგენს ალ-ნასლაას მისტიკური კლდე საუდის არაბეთში?

საუდის არაბეთის უძველეს დასახლება ტაიმაში, მისტიური უზარმაზარი ლოდი მდებარეობს, რომლის ასაკი 4 ათასი წელია. უჩვეულო ქვის ლოდი ორ ნაწილად იდეალური ხაზით არის გაყოფილი. მისი წარმოშობის შესახებ უამრავი ვერსია არსებობს, მაგრამ სავარაუდოდ არც ერთი მათგანი არ შეესაბამება სინამდვილეს.

ab2ap0x-460s-1648649700.jpg

ცნობილი ალ-ნასლაას კლდე შესდგება ორი უზარმაზარი ქვიშაქვის ლოდისგან, რომლებიც პატარა ბუნებრივ კვარცხლბეკებზე დგას. მასზე სხვადასხვა პეტროგლიფებია გამოსახული (ქვაზე ამოკვეთილი გამოსახულება): ცხენების, თხების და ადამიანების.

2022032822331090773-1648648988.jpg

მნახველებს განსაკუთრებით ორ ქვას შორის არსებული იდეალური ჭრილი აინტერესებთ, რომელიც ლაზერის სხივის ნაკვალევს ჰგავს. უცნაური წარმონაქმნის შესახებ სოციალურ ქსელებში ბევრი მოსაზრება არსებობს.

მაგალითად, ერთ-ერთის მიხედვით, თითქოს კლდე იმის მტკიცებულებაა, რომ უძველესი ცივილიზაციები განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე იყვნენ, ვიდრე ისტორიკოსები თვლიან.

გეოლოგების უმრავლესობა თვლის, რომ ბზარი კლდეში ბუნებრივი გზით გაჩნდა-ტექტონიკური ფილების მოძრაობის შედეგად. ის უმნიშვნელო იყო, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ქვა ორ ნაწილად გაეყო.

მეცნიერების ნაწილი ვარაუდობს, რომ ამ ხაზზე ლოდი არის გადამსკდარი. ეს ვარაუდი იმის საფუძველზე გაკეთდა, რომ გადასკდომის ხაზის გარშემო, ზოგადად ქანები ადვილად ექვემდებარება ეროზიას და ასეთი მყარი მასალა არ არის ხოლმე, როგორც მოცემულ შემთხვევაში.

2022032822340190773-1648649043.jpg

სხვები ფიქრობენ, რომ ალ-ნასლაას ვულკანური წარმოშობა აქვს, სხვა ვერსიით კი მისტიური წარმონაქმნი უძველესი ცივილიზაციების ნაკვალევია.

საუდის არაბეთის ალ-ნასლაას ქვა ალბათ მომავალში გაგვიმხელს თავის საიდუმლოებას, მანამდე მისტიკით და იდუმალებით გარემოცული განაგრძობს არსებობას.

წყარო

myquiz