"საიდუმლო მიწისქვეშა ქალაქი" ურალის მთებში - რას "მალავს" იამანთაუს მთა და რა არის ცნობილი პუტინის გარემოცვის ბუნკერის შესახებ?
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ბოლო კვირებია მედიაში წერენ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გარემოცვის უახლოეს წარმომადგენლებთან ერთად ბუნკერშია და პროცესებს ასე აკვირდება.
გამოცემა The Times-ის ცნობით კი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ იმ პერიოდში, როცა გაუჩინარებული იყო, რეალურად, ურალის მთებში არსებულ მიწისქვეშა ქალაქში იმყოფებოდა.
სხვადასხვა გამოცემები მიუთითებენ რუსეთში რამდენიმე ბუნკერის არსებობაზე, თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ურალის მთებში არსებული ბაზა, "საიდუმლო მიწისქვეშა ქალაქი."
ურალის საიდუმლო ბაზა და პუტინის საყვარელი ადგილი სხვადასხვა ცნობების მიხედვით, რუსეთის მთავრობის საიდუმლო ბაზა ურალის მთებში, სამხრეთით, აბზაკოვოს სათხილამურო ცენტრის მახლობლად მდებარეობს. ამ ადგილს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხშირად სტუმრობს.
ბუნკერის მშენებლობა ცივი ომის შემდგომ პერიოდში დაიწყო. საინტერესოა, რომ ახლომდებარე დასახლებების მაცხოვრებლებმაც კი არ იციან ზუსტად, რა სახის ობიექტები აშენდა აქ, რადგანაც ყველაფერი მკაცრად გასაიდუმლოებულია.
პუტინი აბზაკოვოს სათხილამურო ტრასების ხშირი სტუმარი 21-ე საუკუნის დასაწყისიდან გახდა. არავინ იცის ზუსტი მიზეზი, თუ რატომ არის ეს პუტინის საყვარელი ადგილი. აღნიშნული ადგილი მაგნიტოგორსკიდან, დაახლოებით, 60 კილომეტრში მდებარეობს.
ოფიციალური ინფორმაციით, პუტინს უბრალოდ იქ სრიალი მოეწონა, მაგრამ არსებობს არაოფიციალური ვერსიაც, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი იქ ჩადიოდა საიდუმლო მიწისქვეშა ქალაქის მშენებლობის პირადად გასაკონტროლებლად და მის დასრულებას თვალყურს ადევნებდა. ქალაქი კი მდებარეობს სამხრეთ ურალის მასივის უმაღლეს მთა იამანთაუს ქვეშ (იამანთაუ "ბოროტ მთას" ნიშნავს). განაგრძეთ კითხვა