რატომ არის აუცილებელი პერიოდულად ხორცზე უარის თქმა | Allnews.Ge

რატომ არის აუცილებელი პერიოდულად ხორცზე უარის თქმა

კვირაში ერთი დღე უხორცოდ, სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისათვის და ზოგადად ორგანიზმის დასვენებისათვის. ზოგჯერ საჭიროა ხორცის ჩანაცვლება. ხორცი ხანგრძლივად გადამუშავდება, რისთვისაც ბევრი ენერგიაა საჭირო. რელიგიური მარხვები ძალიან სასარგებლოა ნაწლავებისთვის.

არსებობს ზოგიერთი დაავადება, რომელიც ხორცის მოხმარების სერიოზულ შეზღუდვას მოითხოვს. ასეთია მაგალითად, პოდაგრა. წითელი ხორცის ჭარბად მიღება ხელს უწყობს შარდმჟავას მომატებას.

თუმცა მენიუდან ხორცის პროდუქტების სრულად ამოღებისას, უნდა მივაქციოთ ყურადღება საჭირო რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებების მიღებას. აუცილებლად უნდა გავიზომოთ შრატში ცილოვანი ფრაქციები, საერთო ცილა, რკინა. ორგანიზმის ცილის გარეშე დატოვება არ შეიძლება, ასევე უნდა მივაქციოთ ყურადღება მიკროელემენტების მიღებასაც.