90-იანი წლების ჰოლივუდის ვარსკვლავის წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია - ბრიჯიტ ფონდა 12 წლის შემდეგ, კამერების წინ შეცვლილი იერით გამოჩნდა | Allnews.Ge

90-იანი წლების ჰოლივუდის ვარსკვლავის წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია - ბრიჯიტ ფონდა 12 წლის შემდეგ, კამერების წინ შეცვლილი იერით გამოჩნდა

მსა­ხი­ო­ბი ბრი­ჯიტ ფონ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე 12 წე­ლია არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. 12-წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ კი პა­პა­რა­ცებ­მა მისი კად­რებ­ზე აღ­ბეჭდ­ვა რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მსა­ხი­ო­ბის 58-ე და­ბა­დე­ბის დღე­ზე მო­ა­ხერ­ხეს.

ბრი­ჯიტს სათ­ვა­ლე ეკე­თა, სპორ­ტუ­ლად ეცვა. მას თან ახ­ლდა 17 წლის ვაჟი, ოლი­ვე­რი.

bridget-fonda-now-08-56699-1648533581.jpg

2003 წელს ის ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა და სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო. სწო­რედ ამან უბიძ­გა მას სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რის­თვის წერ­ტი­ლი და­ეს­ვა. ამას­თან, სურ­და ვა­ჟის აღ­ზრდა­ში აქ­ტი­უ­რად მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

"ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გო­რი კმა­ყო­ფი­ლე­ბის გრძნო­ბა მექ­ნე­ბო­და, ჩე­მით რომ და­მემ­კვიდ­რე­ბი­ნა სა­ხე­ლი. ხში­რად ვფიქ­რობ, უფრო მშვი­დად ვიქ­ნე­ბო­დი, რომ მცოდ­ნო­და, რომ ჩემი ნი­ჭის გამო მი­ვი­ღე რო­ლე­ბი და არა ჩემი გვა­რის გამო", - ამ­ბობ­და ფონ­და ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მისი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი, წი­ნაპ­რე­ბი მსა­ხი­ო­ბე­ბი იყ­ვნენ.

bridget-fonda-past-08-56370-1648533609.jpg

ბრი­ჯიტ ფონ­და 1993 წლის ფილმ "Point Of No Return"-ში.

ფონ­დას წარ­მა­ტე­ბულ ფილ­მებს შო­რი­საა Single white female, Singles, Point of no return, It could happen to you, Jackie Brown. ბო­ლოს ის 2002 წელს გა­და­ი­ღეს სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ში Snow Queen.

bridget-fonda-red-carpet-56536-1648533664.jpg