სირაქლემები, ფარშავანგები, ხოხბები მარტვილში- წინაპრების სოფელში დაბრუნებული ბიზნესმენის უჩვეულო ფერმა | Allnews.Ge

სირაქლემები, ფარშავანგები, ხოხბები მარტვილში- წინაპრების სოფელში დაბრუნებული ბიზნესმენის უჩვეულო ფერმა

ბიზნესმენი ლევან ფაღავა თბილისში დაიბადა, თუმცა მისი ფესვები სამეგრელოს უკავშირდება. ლევანის წინაპრები მარტვილის რაიონში ცხოვრობდნენ. ოჯახი საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა და მათ შთამომავლებს რაიონის დატოვება მოუხდათ. დაკარგეს ყველაფერი, რაც მშობლიურ მიწასთან აკავშირებდათ. თუმცა წლების შემდეგ ლევანმა მოიძია იფორმაცია წინაპრების, საკუთარი რაიონის შესახებ და გადაწყვიტა მშობლიურ ფესვებს დაბრუნებოდა. აქ შეიძინა მიწის ნაკვეთი და მეფრინველეობას მიჰყო ხელი. ყველაზე გასაკვირი კი ის არის, რომ ლევანის ძალისხმევით შუაგულ მარტვილში სხვა დეკორატიულ ფრივნელებთან ერთად სირაქლემებიც დასეირნობენ.

- დღეს ჩემი დროის ნახევარს მარტვილში ვატარებ, ნახევარს თბილისში. დაახლოებით სამი წლის წინ არქივიდან მოვიძიე ინფორმაცია. ჩემი წინაპრების ოჯახი რეპრესირებულია. ჩემი დიდი ბაბუის მშობლები დახვრიტეს, როცა ის იყო 14 წლის. ამის გამო ის გაიზარდა თბილისში. შესაბამისად მარტვილში ყველაფერი ჩამოართვეს და დაიკარგა. ბაბუაჩემის მამაც ციხეში გარდაიცვალა. ბაბუაჩემი ნაყოფიც არ იყო თავის მიწა-წყალზე. შესაბამისად შევეცადე არქივში მომეძიებინა ინფორმაცია და მივაგენი კიდეც იმ სოფელს, სადაც ჩემი წინაპრები ცხოვრობდნენ. ვნახე ტაძრის ჩავაწერები, სადაც ჩემი წინაპრები მოინათლნენ, ჯვარი დაიწერეს და ა.შ. ამის შემდეგ მე და ჩემმა პარტნიორმა შევიძინეთ აქ მიწა და დავიწყეთ ფერმის მიმართულებით მუშაობა.

275183306-2352311448252393-7244331269735007156-n1-1648301366.jpg

- რაც შეეხება დეკორატიულ ფრინველებს, როგორ გაჩნდა მათი გამრავლების იდეა?- ფარშავანგების, ხოხბების მიმართ ყოველთვის მქონდა ინტერესი. საბედნიეროდ, დაემთხვა, რომ მივაგენი ამ მიწას და აქ გადავწყვიტეთ მეფრინველეობის დაწყება.

- სირაქლემები როგორ გაჩნდნენ თქვენს ფერმაში?

- თავდაპირველად სხვადასხვა ქვეყნიდან შევიძინეთ კვერცხი. თუ კი სადმე ხელი მიმიწვდებოდა, ვინმესთვის შემეძლო დამებარებინა, ყველას ჩამოვატანინე კვერცხი. არც ვარკვევდით საინკუბაციო იყო კვერცხი, თუ არა. უბრალოდ მინდოდა, რაც შეიძლება მეტი კვერცხი გქვონოდა და სასურველი შედეგი მიგვეღო - ძალიან დაბალი პროცენტულობით გამოგვეჩეკა. ინკუბატორი კი გვქონდა შესაბამისი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ კვერცხების ნაწილი არ იყო საინკუბაციო, ძალიან ცოტა გამოიჩეკა. არც შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება გვქონდა, არც კავშირები გაგვაჩნდა. სულ პირველად ძალიან ცუდი შედეგები მივიღეთ. 12 კვერცხი გამოიჩეკა და მხოლოდ ორი გაიზარდა. შემდეგ, კიდევ ბევრი წვალების მერე გამოიჩეკა სირაქლემები და მხოლოდ 17 მივიყვანეთ ზრდასრულ ასაკამდე.

276140534-1050025499245327-4225801605185841372-n-1648301388.jpg

- როგორი კვება და პირობები სჭირდება სირაქლემას?

- ძირითადი საკითხია კვება. თავიდან, რა თქმა უნდა, არ ვიყავით მზად და გზადაგზა შევისწავლეთ ყველაფერი. საქართველოში არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა სირაქლემებთან დაკავშირებით და ყველაფერს საკუთარი პრაქტიკით მივაღწიეთ. ასევე საზღვარგარეთიდან, სხვადასხვა ფერმიდან გაგვიზიარეს გამოცდილება და ასე მივიღეთ საჭირო ინფორმაცია.

- დღის განმავლობაში რა რაოდენობის საკვები სჭირდებათ?

- ძალიან ხარჯიანი რაციონი აქვთ. თითო სირაქლემა დღეში 2-დან 5 კილოგრამამდე საკვებს მოიხმარს. ძირითადად იკვებებიან მარცვლეულით და უყვართ ბალახიც.

განაგრძეთ კითხვა

myquiz