შეშლილები თუ მამაცები? - ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე საშიში ექსპერიმენტები ჩაატარეს, თუმცა მნიშვნელოვანი რამ დაამტკიცეს | Allnews.Ge

შეშლილები თუ მამაცები? - ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე საშიში ექსპერიმენტები ჩაატარეს, თუმცა მნიშვნელოვანი რამ დაამტკიცეს

ეს ადამიანები ნამდვილი შეშლილები არიან, ამ სიტყვის კარგი მნიშვნელობით. ისინი ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე ატარებდნენ და მათი თავგანწირვა გასაოცარია. გაგაცნობთ ამ ადამიანებს, რომელთა ცდებიც არც ისე ფართოდ არის ცნობილი.

ბარი მარშალი-ექიმი, რომელმაც საკუთარი თავი დააინფიცირა

2021090220502490773-1648290021.jpg

1982 წლამდე ითვლებოდა, რომ გასტრიტს და კუჭის წყლულს, სტრესი და ცუდი კვება იწვევს. მაგრამ ბარი მარშალი დარწმუნებული იყო, რომ მიზეზი Helicobacter pylori-ის ბაქტერიაა. კოლეგები მას მხოლოდ დასცინოდნენ. თავისი სიმართლე რომ დაემტკიცებინა, მეცნიერმა ბაქტერიის შემცველი ხსნარი დალია. ერთი კვირის შემდეგ მას გასტრიტის სიმპტომები გამოუვლინდა- მუცლოს ტკივილი და ღებინება, რომელსაც ანტიბიოტიკების საშუალებით გაუმკლავდა. ამ აღმოჩენის წყალობით ჩვენ დღეს გვაქვს საშუალება უმკურნალოთ კუჭის წყლულს, მარშალმა კი ნობელის პრემია მიიღო.

რობ რეინხარდი- მომავლის სასმელის შემქმნელი

2021090220510590773-1648290105.jpg

დედამიწაზე შიმშილის პრობლემა რომ გადაეწყვიტა, რობ რეინხარდმა სასმელი სოილენტი შექმნა. მან განაცხადა, რომ ამ პროდუქტს შეუძლია ჩაანაცვლოს საკვები, რამდენადაც შეიცავს ადამიანისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას. ამის დასამტკიცებლად, ის და კიდევ რამდენიმე ადამიანი ერთ თვეზე მეტი სოილენტით იკვებებოდნენ.

შედეგად, მათ ბევრი თავისუფალი დრო გაუჩნდათ და ჯანმრთელობაც კი გაიუმჯობესეს. მაგრამ ასეთი დიეტა ძალიან მომაბეზრებელი აღმოჩნდა. მედიკოსები კი გვაფრთხილებენ, რომ თხევადი საკვების გამუდმებული მიღება სახიფათოა. თუმცა გაირკვა, რომ სოილენტის დროდადრო მიღება ძალიანაც სასარგებლოა.

ვერნერ ფორსმანი-ყველაზე გამბედავი ქირურგი

2021090220513890773-1648290216.jpg

1926 წელს, ქირურგი ვერნერ ფორსმანი მიხვდა, რომ კიდურის ვენიდან გრძელი კათეტერის შეყვანა შეიძლება პირდაპირ გულში. ჰიპოთეზა სიგიჟედ ჩათვალეს და შემოწმების უფლება არ მისცეს. მაშინ ფორსმანმა, არავის გააგებინა, გაიჭრა ხელი, ვენაში შეიყვანა ნემსი ნახევარმეტრიანი მილითურთ და დაიწყო მისი მოძრაობა გულის მიმართულებით.

მისი ასისტენტი შეშინდა და გაიქცა, მაგრამ საბედნიეროდ ფორსმანს ყველაფერი გამოუვიდა. მან გადაიღო რენდგენიც, თუმცა კოლეგებმა იფიქრეს, რომ ეს ფოკუსი იყო და დასცინეს. ფორსმანს გული აუცრუვდა და ექსპერიმენტები მიატოვა. 30 წლის შემდეგ ქირურგი ნობელის პრემიამ იპოვა.

პოლ კარასონი-ადამიანი რომელიც გალურჯდა

2021090220543390773-1648290274.jpg

პოლ კარასონი, ზემოთ ხსენებულ ადამიანებისგან განსხვავებით ერთადერთია, ვინც ექსპერიმენტი საკუთარ თავზე შემთხვევით ჩაიტარა. თუმცა მაინც სასარგებლო საქმე გააკეთა, რადგან დამტკიცდა, რომ თვითმკურნალობა არ შეიძლება.

პოლი დერმატიტისგან იტანჯებოდა და დიდი რაოდენობით ვერცხლის ანტიბაქტერიულ პრეპარატებს ღებულობდა. მან არ იცოდა, რომ ვერცხლი ორგანიზმში ილექება და შეიძლება სამარადისოდ შეუცვალოს კანს ფერი მოცისფრო-იასამნისფრად. კარასონი გალურჯდა, და მას ასე ცხოვრება მოუწია. განაგრძეთ კითხვა

myquiz