ვინ არის "აზოვის ბატალიონის" ლიდერი ანდრეი ბილეცკი? | Allnews.Ge

ვინ არის "აზოვის ბატალიონის" ლიდერი ანდრეი ბილეცკი?

"აზო­ვის ბა­ტა­ლი­ო­ნი", მისი ლი­დე­რი ან­დრეი ბი­ლეც­კი და გზა, რო­მე­ლიც 2014 წლი­დან აქამ­დე გა­ი­ა­რეს, მუდ­მი­ვი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. რუ­სეთ­ში კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნე­ბის მთე­ლი ძა­ლის­ხმე­ვა მი­მარ­თუ­ლია ბა­ტა­ლი­ო­ნის ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად წარ­მო­სა­ჩე­ნად, თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია ომამ­დე ექ­სტრე­მის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბად და­სავ­ლურ მე­დი­ა­შიც არა­ერ­თხელ იყო მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი.

ომის და­წყე­ბის პირ­ველ დღე­ებ­ში კრემ­ლის მე­დია წერ­და, რომ ან­დრეი ბი­ლეც­კის და მის "ას­ფალ­ტის ჯა­რის­კა­ცებს" მა­რი­უ­პულ­ში "სი­ცო­ცხლის და­ტო­ვე­ბა" მო­უ­წევ­დათ, მაგ­რამ რო­გორც ბევ­რი სხვა რამ, ეს მო­ლო­დი­ნიც არ გა­მარ­თლდა. მე­ტიც, რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს ყო­ველ დღე, რო­გორც ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის, ასე­ვე სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის თვალ­საზ­რი­სით, ძა­ლი­ან დიდი და­ნა­კარ­გი აქვთ.

მოკ­ლედ, აზო­ვის ბა­ტა­ლი­ო­ნი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის თავ­და­დე­ბის ფა­სად, არ ნებ­დე­ბა ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქი მა­რი­უ­პო­ლი, სა­დაც ახლა ყვე­ლა­ზე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა.

55-tn-1648287754.jpeg

თუ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი აზო­ვის ზღვის სა­ნა­პი­რო ზოლს და­ი­კა­ვე­ბენ, ამას მა­რი­უ­პო­ლის ზღვა­ზე გა­სას­ვლე­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. ოკუ­პან­ტი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის ქა­ლა­ქი ხერ­სო­ნიც, რად­გან ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე წყა­ლი უკ­რა­ი­ნი­დან შე­დი­ო­და, მთა­ვა­რი გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი კი, ხერ­სონ­თან სწო­რედ მდე­ბა­რე­ობს...

თუმ­ცა აზო­ვის ბა­ტა­ლი­ო­ნი მათ ჩა­ნა­ფიქ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევს. ცნო­ბის­თვის, ბა­ტა­ლი­ო­ნის წევ­რე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში, 2014 წლი­დან დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებ­საც.

რუ­სე­თის მო­თხოვ­ნა­ზე, და­ყა­რონ ია­რა­ღი და გა­მო­ა­ცხა­დონ კა­პი­ტუ­ლა­ცია, ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ, დარ­ჩე­ნილ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ და აზო­ვის ბა­ტა­ლი­ონ­მა მტკი­ცე უარი გა­ნა­ცხა­დეს. ქა­ლაქ­ში, რომ­ლის შე­ნო­ბე­ბის 80-90 % გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა.

file.liga.net-ის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მა­სა­ლის მი­ხედ­ვით, ის 1979 წლის 5 აგ­ვის­ტოს, ხარ­კოვ­ში და­ი­ბა­და, 2001 წელს ად­გი­ლობ­რი­ვი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა. მისი სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შე­ვა­რი უკ­რა­ი­ნის მე­ამ­ბო­ხე ჯა­რებს ეძღვნე­ბო­და.

სწავ­ლის კვალ­დაკ­ვალ, ხარ­კო­ვის სხვა­დას­ხვა სას­წავ­ლებ­ლებ­ში უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო ის­ტო­რი­ას ას­წავ­ლი­და. ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტო­ბის დრო­ი­დან აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში. იხილეთ სრულად

myquiz