ვინ არის რომან აბრამოვიჩი? - ოლიგარქის ცხოვრების უცნობი დეტალები | Allnews.Ge

ვინ არის რომან აბრამოვიჩი? - ოლიგარქის ცხოვრების უცნობი დეტალები

რუსი ოლი­გარ­ქი, რო­მან აბ­რა­მო­ვი­ჩი ბოლო დღე­ე­ბია მე­დი­ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ობი­ექ­ტია. მი­ლი­არ­დე­რი, ლონ­დო­ნის "ჩელ­სის" მფლო­ბე­ლი, იმ ადა­მი­ან­თა სი­ა­შია, რომ­ლებ­საც რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნე­ბის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი შე­ე­ხოთ.

ბოლო ცნო­ბე­ბის მი­ხედ­ვით კი, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ აშშ-ის პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დენს სთხო­ვა, რომ აბ­რა­მო­ვი­ჩი სან­ქცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ი­დან ამო­ი­ღოს, რად­გა­ნაც ბიზ­ნეს­მენ­მა შე­საძ­ლოა, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნას შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრო­ცეს­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი შე­ას­რუ­ლოს.

123698999-gettyimages-1320704798-594x594-1648277653.jpg

რო­მან აბ­რა­მო­ვი­ჩი უკვე წლე­ბია გავ­ლე­ნი­ა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნაა, რომ­ლის ცხოვ­რე­ბაც სავ­სეა სკან­და­ლე­ბით, სა­სა­მარ­თლო და­ვე­ბით, ქორ­წი­ნე­ბე­ბი­თა და გან­ქორ­წი­ნე­ბე­ბით. მისი გამ­დიდ­რე­ბა კი ემ­თხვე­ვა "რკი­ნის ფარ­დის" ჩა­მოშ­ლის შემ­დგომ პე­რი­ოდს და რუ­სე­თის ქა­ო­სურ ტრანსფორ­მა­ცი­ას. აბ­რა­მო­ვი­ჩის გამ­დიდ­რე­ბა კარ­გად არის აღ­წე­რი­ლი ინ­გლი­სის უმაღ­ლე­სი სა­სა­მარ­თლოს 2012 წლის დო­კუ­მენ­ტებ­ში. ეს ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც მას კა­ნონ­თან ჰქონ­და პრობ­ლე­მე­ბი, თუმ­ცა მან ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკის­თან ერ­თად, "თა­ვის დაღ­წე­ვა" შეძ­ლო.

evj7ye6xyau0xqc-1648277858.jpg

აბ­რა­მო­ვი­ჩი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჯარ­ში. ის თა­ვის ის­ტო­რი­ას "უნი­კა­ლურ რუ­სულ ამ­ბავს" უწო­დებს

ოჯა­ხი

1966 წელს და­ბა­დე­ბულ რო­მან აბ­რა­მო­ვიჩს სამი წლის ასაკ­ში აღარც დედა ჰყავ­და და არც მამა. დედა მა­შინ გარ­და­იც­ვა­ლა, როცა რო­მა­ნი 1 წლის იყო, ხოლო სამი წლი­სამ მა­მაც და­კარ­გა. და­ობ­ლე­ბუ­ლი აბ­რა­მო­ვი­ჩი ნა­თე­სა­ვებ­მა კო­მის რეს­პუბ­ლი­კა­ში, რუ­სე­თის ჩრდი­ლო­ე­თით აღ­ზარ­დეს. ხან­მოკ­ლე პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯარ­ში მსა­ხუ­რობ­და, შემ­დეგ სა­ინ­ჟინ­რო ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და და თავ­და­პირ­ვე­ლად, მე­ქა­ნი­კო­სად მუ­შა­ობ­და.

აბ­რა­მო­ვიჩს ებ­რა­უ­ლი ფეს­ვე­ბი აქვს. დე­და­მი­სი ირი­ნა ვა­სი­ლი­ევ­ნა აბ­რა­მო­ვი­ჩი მუ­სი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, ხოლო მამა, არონ აბ­რა­მო­ვი­ჩი კო­მის ეკო­ნო­მი­კურ საბ­ჭო­ში მუ­შა­ობ­და. განაგრძეთ კითხვა

myquiz