მადლენ ოლბრაიტის უნიკალური პოლიტიკური გზა- ვინ იყო აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი და ადამიანი, რომელმაც ისტორია შეცვალა | Allnews.Ge

მადლენ ოლბრაიტის უნიკალური პოლიტიკური გზა- ვინ იყო აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი და ადამიანი, რომელმაც ისტორია შეცვალა

აშშ-ის პირ­ვე­ლი ქალი სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი მად­ლენ ოლბ­რა­ი­ტი 84 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის იყო პრე­ზი­დენტ ბილ კლინ­ტო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი ფი­გუ­რა. მხარს უჭერ­და ნა­ტოს გა­ფარ­თო­ე­ბას, ცდი­ლობ­და შე­ემ­ცი­რე­ბი­ნა ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გავ­რცე­ლე­ბა და მხარს უჭერ­და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­სა და დე­მოკ­რა­ტი­ას მთელს მსოფ­ლი­ო­ში.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ ოლბ­რა­ი­ტი მუ­შა­ობ­და ამე­რი­კის ეროვ­ნულ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის (NDI) ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და 2017 წელს ის სა­ქარ­თვე­ლო­საც სტუმ­რობ­და.

olbraiti5-52820-1648188098.jpg

მად­ლენ ოლბ­რა­ი­ტი 2017 წელს, სა­ქარ­თვე­ლო­ში

New York Times-ის სტა­ტი­ა­ში, რო­მე­ლიც გა­სულ თვე­ში რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა, ოლბ­რა­ი­ტი ამ­ტკი­ცებ­და, რომ რუ­სე­თის ლი­დე­რი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი "ის­ტო­რი­ულ შეც­დო­მას" და­უშ­ვებ­და უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რი­სას და აფრ­თხი­ლებ­და მისი ქვეყ­ნის­თვის და­მან­გრე­ვე­ლი სა­ფა­სუ­რის შე­სა­ხებ.

სამ­შობ­ლო და ემიგ­რა­ცია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში

მად­ლენ ოლბ­რა­ი­ტი 1937 წელს მა­შინ­დელ ჩე­ხოს­ლო­ვა­კი­ა­ში, პრა­ღა­ში და­ი­ბა­და. ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა 1950 წელს მი­ი­ღო. მისი თავ­და­პირ­ვე­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი მა­რია იანა კორ­ბე­ლო­ვა იყო.

მად­ლე­ნის მამა დიპ­ლო­მა­ტი იყო. სამ­შობ­ლო­ში ნა­ცის­ტე­ბის შეჭ­რის შემ­დეგ, 1939 წელს, კორ­ბე­ლე­ბის ოჯა­ხი ლონ­დონ­ში გა­იქ­ცა. ომის შემ­დეგ სახ­ლს და­უბ­რუნ­დნენ, თუმ­ცა მად­ლე­ნის მა­მას ეში­ნო­და ოჯა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბის გამო, ამი­ტო­მაც აშშ-ში პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი მო­ი­თხო­ვა და მი­ი­ღო კი­დეც, რის შემ­დე­გაც, ცოლ­თან და სამ შვილ­თან ერ­თად შტა­ტებ­ში წა­ვი­და.

madlenkorbeli-52438-1648188153.jpg

ოჯა­ხის ტრა­გე­დია

მხო­ლოდ მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ, 1990-იანი წლე­ბის ბო­ლოს, ოლბ­რა­იტ­მა გა­ი­გო, თუ რამ­დე­ნად და­უც­ვე­ლი იყო მისი ოჯა­ხი ევ­რო­პა­ში. გა­ირ­კვა, რომ მად­ლე­ნის ათზე მეტი ნა­თე­სა­ვი, მათ შო­რის, ბე­ბია და ბა­ბუა ჰო­ლო­კოს­ტის დროს ებ­რა­ე­ლო­ბის გამო მოკ­ლეს. მად­ლენ­მა მა­ნამ­დე არ იცო­და მათი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბი.

რო­დე­საც აშშ-ში გა­და­ვი­და, 11 წლის იყო, მას უკვე ჰქონ­და რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა და ოთხ ენა­ზე სა­უბ­რობ­და. თა­ვის მე­მუ­ა­რებ­ში კი იხ­სე­ნებ­და იმას, თუ რო­გორ იბ­რძო­და ამე­რი­კელ თი­ნე­ი­ჯე­რებ­თან შე­სა­გუ­ებ­ლად, რომ­ლებ­საც მისი ევ­რო­პუ­ლი კულ­ტუ­რა გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მი­აჩ­ნდათ და თვლიდ­ნენ, რომ "მკაც­რი და ზედ­მე­ტად თავ­და­ჭე­რი­ლი“ იყო.

თა­ვი­სი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე ჯო­ზეფ ოლბ­რა­ი­ტი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის დროს გა­იც­ნო. ჯო­ზე­ფი რე­პორ­ტი­ო­რად მუ­შა­ობ­და. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, წყვი­ლი და­ქორ­წინ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად შე­ე­ძი­ნათ ტყუ­პი ქა­ლიშ­ვი­ლი - ალი­სა და ანა. შემ­დეგ კი მე­სა­მე ქა­ლიშ­ვი­ლი კეტ­რი­ნი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მად­ლე­ნი და ჯო­ზე­ფი ერ­თმა­ნეთს 23-წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ და­შორ­დნენ. განაგრძეთ კითხვა

myquiz