მსოფლიოს უძლიერესი სნაიპერი უკრაინაში ჩავიდა - ვინ არის "ვალი" და რა ვიცით მის შესახებ? | Allnews.Ge

მსოფლიოს უძლიერესი სნაიპერი უკრაინაში ჩავიდა - ვინ არის "ვალი" და რა ვიცით მის შესახებ?

"ვალი" არის მსოფლიოში N1 სნაიპერი. კანადის 22-ე პოლკის ვეტერანი. მან წამოუდგენელი სიშორიდან მოკლა ტერორისტი და მალევე იქცა სამხედრო ლეგენდად.

"ვალი" მისი მეტსახელია. რაც არაბულად ითარგმნება როგორც "მფარველი", ან "მცველი". მან რეპუტაცია და საყოველთაო აღიარება მოიპოვა ავღანეთში, სირიასა და ერაყში.

2022031208100190382-1647871334.jpg

ელიტარული სნაიპერი ორჯერ მსახურობდა ავღანეთის ომში 2009-2011 წლებში ყანდაგარში ოპერაციების დროს. მეტსახელი "ვალიც" იქ შეარქვეს, მას შემდეგ რაც ათობით ტერორისტი მოკლა თავისი სნაიპერული შაშხანით. მას მსოფლიოში ყველაზე დიდი მანძილიდან მკლვლობის რეკორდი აქვს მოხსნილი.

2022031208120490382-1647871362.jpg

2017 წლის ივნისში, ერაყში, მან ესროლა ისლამური სახელმწიფოს ჯიჰადისტს 3540 მეტრის მანძილზე, რაც ყველაზე დიდი მანძილია, რაც ოდესმე რომელიმე სნაიპერს მიზანში მოუხვედრია.

მსოფლიოში ბევრი შესანიშნავი სნაიპერია, მაგრამ ძალიან ცოტაა ცნობილი და ამჯობინებს ანონიმურად დარჩენას. თუმცა "ვალი" არ მალავს სახეს, უფრო მეტიც სატელევიზიო შოუებშიც კი ჩანს ხშირად.

მას შემდეგ რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო მებრძოლებს მოუწოდა დახმარებისკენ მან დატოვა ოჯახი. უკრაინისკენ გაემართა. სადაც შეურთდა მოხალისეებს სხვადასხვა ქვეყნიდან რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში. განაგრძეთ კითხვა

myquiz