"ჰიტლერი არგენტინაში გაიქცა", "მთვარეზე დაშვება დადგმული იყო"- შეთქმულების თეორიები, რომლებიც მილიონობით ადამიანს სჯერა | Allnews.Ge

"ჰიტლერი არგენტინაში გაიქცა", "მთვარეზე დაშვება დადგმული იყო"- შეთქმულების თეორიები, რომლებიც მილიონობით ადამიანს სჯერა

მსოფლიოში ძალიან ბევრი შეთქმულების თეორია არსებობს, რომლებიც მილიონობით ადამიანს სჯერა. არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მსგავს თეორიებს დეტალურად სწავლობენ და ცდილობენ დაადგინონ შეესაბამებიან ისინი სიმართლეს თუ არა. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ყველაზე გავრცელებულ შეთქმულების თეორიებს, რომლებიც შესაძლოა სიმართლე იყოს.

ებოლას ვირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა

18143484-303-1647686530.jpg

ეს შეთქმულების თეორია განსაკუთრებით პოპულარული იყო 2010-იან წლებში. 2013-2015 წლებში დასავლეთ აფრიკაში ებოლას ავადმყოფობამ ეპიდემიის სახე მიიღო და სულ მცირე 11 310 ადამიანი ემსხვერპლა. როდესაც ებოლას ვირუსი აფრიკაში საგანგაშო სისწრაფით გავრცელდა, გაჩნდა შეთქმულება, რომ ვირუსი განზრახ შეიქმნა ლაბორატორიაში.

ჰიტლერი მოხუცებულობაში, 1984 წელს გარდაიცვალა?

conspiracy-1-1647686586-1670422397.jpg

დღემდე ცნობილია, რომ ისტორიის ერთ-ერთი სასტიკი დიქტატორი 1945 წლის 30 აპრილს გარდაიცვალა და მისი სხეულის იდენტიფიკაციაც მოხერხდა, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ეს ტყუილია. FBI-მ გამოაქვეყნა დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, რომ ჰიტლერი სავარაუდოდ გაიქცა (გააპარეს) და თავდაპირველად იმალებოდა არგენტინაში, თუმცა ბოლოს ბრაზილიაში გადავიდა და შეიცვალა გვარი- ადოლფ ლეიპზიგი.

იქ კი შავკანიან ქალთან კუტინგასთან ერთად ცხოვრობდა და ადგილობრივები მას "ძველ გერმანელს" უწოდებდნენ.

საიდუმლო ჯგუფი, რომელიც დედამიწას მართავს

3888-1647686657.jpg

ამ შეთქმულების თეორიის თანახმად, სამყაროს „ილუმინატის“ ჯგუფი აკონტროლებს და ცდილობს, მსოფლიოს ერთიანი მთავრობა შექმნას. მისი საბოლოო მიზანია ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს და ადამიანურ იდენტობებს გაანადგურებს. საბოლოოდ კი სრულ ავტორიტარულ კონტროლს მოიპოვებს. ამ თეორიის ერთი ვერსია სხვა ჯგუფების მსოფლიო ბატონობასაც განიხილავს — მაგალითად, ებრაელების ან გლობალისტების.

არსებობდა თუ არა უილიამ შექსპირის პიროვნება?

conspiracy-4-1647686756.jpg

მთელი მსოფლიო დღემდე სკეპტიკურად უყურებს უილიამ შექსპირის პიროვნებას. საერთოდ არსებობდა კი ის და ყოველგვარი განათლების გარეშე შეეძლო თუ არა დაეწერა ყველა მისი ნამუშევარი?

ფილმ "ანონიმურში", 2011 წელს, შექსპირს განასახიერებდა საკმაოდ უცნაური ადამიანი, რომელმაც ასევე მიითვისა გრაფი ედვარდ დე ვერას ნამუშევრები. რა თქმა უნდა, შექსპირელები მოვლენების ინტერპრეტაციას კატეგორიულად არ ეთანხმებიან, მიუხედავად იმისა, რომ ოქსფორდის ვერსია თითქმის 100 წელია არსებობს და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულად.

მთვარეზე დაშვება დადგმული იყო

roqa4fnbcjdcbpiji5qi7ak7mi-1647686818.jpg

გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო და პოლიტიკური მიღწევა, მთვარეზე დაშვება, ხშირად ხდება „თავდასხმის ობიექტი“. ზოგიერთს მიაჩნია, რომ მთვარეზე რეალურად არავინ გაფრენილა და ეს NASA-სა და აშშ-ის მთავრობის ერთობლივი დადგმა იყო, როგორც ცივი ომის ნაწილი, ეროვნული სიამაყის ასამაღლებლად და საბჭოთა კავშირთან უპირატესობის დასამტკიცებლად.

კიანუ რივზი- უკვდავია?

conspiracy-2-1647686857.jpg

ეს მოსაზრება მსახიობის თაყვანისმცემლებმა წამოაყენეს მას შემდეგ, რაც დააკვირდნენ, რომ ის არ ბერდება და დაიწყეს მტკიცებულებების შეგროვება.. მათი მტკიცებით კიანუ რივზის სული უკვდავია, მანამდე კი ის ცხოვრობდა ჩარლზ დიდისა და ფრანგი მსახიობი პოლ მუნეს სხეულში.

მართალია უცნობია თუ სად ბინადრობდა მსახიობის სული ამ სამი პიროვნების სხეულების წინ, თუმცა ფაქტია, რომ წლების განმავლობაში ის ფაქტობრივად არ იცვლება.

პუშკინი და დიუმა ერთი და იგივე პიროვნება იყო?

conspiracy-5-1647686895.jpg

არანაკლებ საინტერესოა თეორია, რომლის თანახმად პუშკინი დანტესთან დუელში არ მოკვდა, სიკვდილი ინსცენირებული იყო, ის ჩუმად გადასახლდა საფრანგეთში და იქ განაგრძო მწერლობის კარიერა ალექსანდრე დიუმას სახელით.

ორივე მწერლის წარმომავლობა და გარკვეული გარეგნული ნიშნები იძლევა ეჭვს, რომ ეს ერთი და იგივე პიროვნებაა. გარდა ამისა, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ორივეს ჰქონდა სიყვარული რუსეთისა და საფრანგეთის მიმართ, რასაც მათ ნაწარმოებებშიც შეხვდებით. შეიმჩნევა მათი გაერთიანებული აზრები ლიტერატურულ სფეროში და კიდევ უფრო საეჭვოა ფაქტი, რომ დიუმას ვარსკვლავი, როგორც მწერალი, პუშკინის დუელში გარდაცვალების შემდეგ აენთო, რამაც სხვა მკვლევარებიც დააეჭვა.

P.S. და თქვენ თუ იცით შეთქმულების სხვა თეორიები?

myquiz