ყველაზე ბედნიერ ქვეყნად ისევ ფინეთი დასახელდა - რომელ ადგილს იკავებს ბედნიერების ინდექსის მიხედვით საქართველო? | Allnews.Ge

ყველაზე ბედნიერ ქვეყნად ისევ ფინეთი დასახელდა - რომელ ადგილს იკავებს ბედნიერების ინდექსის მიხედვით საქართველო?

უკვე მე­ხუ­თე წე­ლია, რაც ფი­ნე­თი "ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ქვე­ყა­ნაა". სიის სა­თა­ვე­ში სკან­დი­ნა­ვი­უ­რი ქვეყ­ნე­ბი გვხვდე­ბა: მე­ო­რე ად­გილ­ზე და­ნია და მე­სა­მე­ზე ის­ლან­დი­აა, მეშ­ვი­დე და მერ­ვე ად­გი­ლე­ბი კი შვე­დეთ­მა და ნორ­ვე­გი­ამ და­ი­კა­ვა.

სტა­ტის­ტი­კის შე­საქ­მნე­ლად, გლო­ბა­ლუ­რი გა­მო­კი­თხვის შე­დე­გებს იყე­ნე­ბენ იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ აფა­სე­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას მსოფ­ლი­ოს 150-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში. გა­მო­კი­თხვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კრი­მი­ნა­ლის და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, თი­თო­ე­უ­ლი ქვეყ­ნის მშპ, სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა, კო­რუფ­ცი­ის დონე..

2022 წლის სტა­ტის­ტი­კა­ში დიდი როლი ითა­მა­შა ქველ­მოქ­მე­დე­ბამ, რომ­ლის დო­ნეც ბევ­რა­დაა მო­მა­ტე­ბუ­ლი კო­ვიდ-19-ის ფონ­ზე. "უც­ნო­ბე­ბის დახ­მა­რე­ბა, მო­ხა­ლი­სე­ო­ბა და შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი 2021 წელს მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კუ­თხე­ში და თით­ქმის 25 პრო­ცენ­ტით აღე­მა­ტე­ბა პან­დე­მი­ამ­დელ შე­დე­გებს“, - თქვა ჯონ ჰე­ლი­ველ­მა, რე­დაქ­ტორ­მა და ბრი­ტა­ნე­თის კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­კის პრო­ფე­სორ­მა.

სიის შემ­ქმნე­ლებ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნეს, რომ კვლე­ვე­ბი, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რამ­დე ადრე ჩა­ტარ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რუ­სე­თი და უკ­რა­ი­ნა ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ქვეყ­ნე­ბის ტოპ 100-ში და­ბალ პო­ზი­ცი­ებ­ზე იყ­ვნენ: რუ­სე­თი 74-ე ად­გილ­ზე, ხოლო უკ­რა­ი­ნა 108-ე ად­გილ­ზე.

სა­ქარ­თვე­ლომ კი 106 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ვე­ნე­სუ­ე­ლა­სა და ალ­ჟირს შო­რი­საა.

ambebi.ge

myquiz