ცნობილი უკრაინელი სპორტსმენები, რომელთაც ხელში იარაღი აიღეს და ბრძოლის ველზე გავიდნენ | Allnews.Ge

ცნობილი უკრაინელი სპორტსმენები, რომელთაც ხელში იარაღი აიღეს და ბრძოლის ველზე გავიდნენ

2022 წლის და­სა­წყის­ში, როცა მსოფ­ლიო კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი პან­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბის ბოლო ფა­ზა­ში შე­დი­ო­და და ჩვე­ნი რუ­ტი­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბაც ჩვე­ულ კა­ლა­პოტს უბ­რუნ­დე­ბო­და, ერთი, და­კომ­პლექ­სე­ბუ­ლი, პა­ტა­რა კაცი ადგა და უკ­რა­ი­ნას ომი გა­მო­უ­ცხა­და. 24 თე­ბერ­ვალს, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ბრძა­ნე­ბით, რუ­სუ­ლი არ­მია უკ­რა­ი­ნას შე­ე­სია. შე­ე­სია არა გა­და­ტა­ნი­თი, არა­მედ ამ სი­ტყვის ყვე­ლა­ზე პირ­და­პი­რი გა­გე­ბით. ოკუ­პან­ტებ­მა ჩრდი­ლო­ე­თი­დან, სამ­ხრე­თი­დან, აღ­მო­სავ­ლე­თი­დან, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლა მხრი­დან ფრონ­ტი გახ­სნეს. ამას აყვა ბე­ლა­რუ­სის დიქ­ტა­ტო­რი "ბატ­კა“, იგი­ვე ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კო და თა­ვი­სი ტე­რი­ტო­რი­ი­დან უხ­ვად გა­ა­ტა­რა რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი. მოკ­ლედ, არა­ჯან­სა­ღი და მავ­ნე ამ­ბი­ცი­ე­ბის კა­ცებ­მა, გა­მო­გო­ნი­ლი მი­ზე­ზე­ბით, რო­გო­რი­ცაა, დე­ნა­ცი­ფი­კა­ცია, დე­მი­ლი­ტა­რი­ზა­ცია და ასე შემ­დეგ, გა­და­წყვი­ტეს, მშვი­დო­ბი­ა­ნი უკ­რი­ა­ნის და­პყრო­ბა.

უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ისე­ვე, რო­გორც ჩვენ, ქარ­თვე­ლე­ბი, ჯერ კი­დევ საბ­ჭო­უ­რი გად­მო­ნაშ­თი პრო­პა­გან­დის მსხვერ­პლი არი­ან. მათ ნა­წილს ისიც ვერ გა­ე­გო, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი არი­ან თუ რუ­სე­ბი. ერის იდენ­ტო­ბის პრო­ცე­სი ვინ იცის, სა­დამ­დე გა­ე­წე­ლე­ბო­დათ და რა დას­კვნას გა­მო­ი­ტან­დნენ, რომ არა რუ­სეთ­თან ომე­ბი. რა თქმა უნდა, ომი კა­ტას­ტრო­ფაა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით მთავ­რდე­ბა, თუმ­ცა, რა­ღაც კარ­გიც ახ­ლავს. ეს კარ­გი კი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ერთ მუშ­ტად გა­დაქ­ცე­ვაა. ახლა მათ ზუს­ტად იცი­ან, რომ ისი­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა ხალ­ხი და ერია, ხოლო რუ­სე­ბი - სხვა. მთე­ლი მსოფ­ლიო, შეშ­ფო­თე­ბულ პო­ზა­ში, მაკ­რო­ნის "წარ­ბშერჭ­მუ­ლი" იე­რით, თვალს ადევ­ნებს გმირ უკ­რა­ი­ნე­ლებს, რომ­ლე­ბიც სამ­შობ­ლოს თავ­და­დე­ბით იცა­ვენ. ასო­ბით ქა­ლაქ­სა თუ დე­და­ქა­ლაქ­ში მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი აქ­ცი­ე­ბი იმარ­თე­ბა, სი­რი­ი­სა და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას გარ­და, ქვე­ყა­ნა არ დარ­ჩა, რო­მე­ლიც მხარ­და­ჭე­რას არ უცხა­დებს უკ­რა­ი­ნას და უკ­რა­ი­ნე­ლებს.

gettyimages-464607621-58439-1647584382.jpg

კი­ე­ვის მერი ვი­ტა­ლი კლი­ჩკო

ფრონ­ტის ხაზ­ზე თუ ზურ­გის გა­მაგ­რე­ბი­სას შეხ­ვდე­ბით ყვე­ლას - კაცს, ქალს, ბავ­შვს, მო­ხუცს, უცხო­ე­ლებს, თით­ქოს ახლა უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს კა­ცობ­რი­ო­ბის ბრძო­ლა სი­კე­თე­სა და ბო­რო­ტე­ბას შო­რის და ამ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ყვე­ლა ცდი­ლობს თა­ვი­სი წვლი­ლის შე­ტა­ნას.

გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სპორ­ტსმე­ნე­ბი არი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მოკ­რი­ვე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ დე­ვი­ზი, "ფა­რით ან ფარ­ზე“ რინ­გი­დან პირ­და­პირ ცხოვ­რე­ბა­ში გად­მო­ი­ტა­ნეს. თა­მა­მად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ უკ­რა­ი­ნის ოქ­როს თა­ო­ბის მოკ­რი­ვე­ე­ბი, ნამ­დვი­ლი ფე­ნო­მე­ნე­ბი, ისე­თე­ბი, 50-100 წე­ლი­წად­ში ერთხელ რომ იბა­დე­ბი­ან, ია­რა­ღით ხელ­ში დგა­ნან ახლა კი­ევ­ში, ხარ­კოვ­ში, ოდე­სა­სა თუ ლვოვ­ში.

war-ukraine-35668-1647584413.jpg

ამ­ჟა­მად, კრი­ვის ყვე­ლა­ზე ელი­ტურ, მძი­მე წო­ნა­ში 2 სა­ხე­ლი და გვა­რი იბ­რძვის სა­უ­კე­თე­სო­ო­ბის­თვის. ერთ მხა­რეს არის ტა­ი­სონ ფი­უ­რი, რო­მელ­ზეც ჩვენ უკვე მო­გი­ყე­ვით და მე­ო­რე მხა­რეს, ოლექ­სან­დრ უსიკი. კა­ზა­კი კა­ზა­კებს შო­რის. ზუს­ტად ის ქა­რიზ­მა აქვს, რაც მის წი­ნაპ­რებს ჰქონ­დათ. იე­რი­თაც კი მიხ­ვდე­ბით, ვის­თან გვაქვს საქ­მე: გახ­ვრე­ტი­ლი ყური, ტრა­დი­ცი­უ­ლი კა­ზა­კუ­რი ვარ­ცხნი­ლო­ბა.

oleksandr-usyk-172019-getty-ftr-1pz33arw8ltjx1jczdwgcqduyk-58021-1647584436.jpg

ოლექ­სან­დრ უსი­კი

უსი­კი თა­ნა­მედ­რო­ვე კრი­ვის ფე­ნო­მე­ნად და მოვ­ლე­ნად მი­იჩ­ნე­ვა. 2012 წელს ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე ოქ­როს მე­დალს და­ე­უფ­ლა. შემ­დეგ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­ში გა­და­ვი­და და ნა­ხევ­რადმძი­მე წო­ნის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და (კრივ­ში 4 ძი­რი­თა­დი ტი­ტუ­ლია, ვინც 4-ვეს იგებს, ის არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჩემ­პი­ო­ნი - ა.კ.). მა­ნამ­დე ამ წო­ნა­ში ტი­ტუ­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ვე­რა­ვინ მო­ა­ხერ­ხა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ფი­ნა­ლურ შეხ­ვედ­რა­ში, რუსი მუ­რატ გა­სი­ე­ვი პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით სცე­მა, კრი­ვის მას­ტერკლა­სი ჩა­უ­ტა­რა და ნამ­დვი­ლი დონე აჩ­ვე­ნა. განაგრძეთ კითხვა

myquiz