ბუნკერები, სადაც მთელი ერი დაეტევა - რომელ ქვეყანას შეუძლია მთლიანად თავშესაფარში დამალვა კატასტროფის შემთხვევაში? | Allnews.Ge

ბუნკერები, სადაც მთელი ერი დაეტევა - რომელ ქვეყანას შეუძლია მთლიანად თავშესაფარში დამალვა კატასტროფის შემთხვევაში?

შვეიცარიელები — მეტად ფრთხილი და წინდახედული ადამიანები არიან. ისინი სამხედრო ბუნკერებს 1886 წლიდან აშენებენ, განსაკუთრებით აქტიურად, — II მსოფლიო ომის და ასევე, 60–იანებში, "ცივი ომის დროს".

ბოლოს და ბოლოს იმდენი ააშენეს, რომ საფრთხის შემთხვევაში, თავშესაფარში დამალვა შვეიცარიის მთელს მოსახლეობას შეეძლება და ადგილიც დარჩება...

"ქვეყნის თითოეულ მაცხოვრებელს უნდა ჰქონდეს დაცული ადგილი, რომელშიც შეიძლება ძალიან სწრაფად მოხვედრა, მრავალბინიანი შენობების მფლობელებს მოეთხოვებათ, ყველა ახალ საცხოვრებელში, თავშესაფრების აშენება და აღჭურვა" – წერია შვეიცარიის ფედერალური კანონის, სამოქალაქო თავდაცვის, 45-ე და 46-ე მუხლებში, რომელიც 1963 წლის 4 ოქტომბერს მიიღეს.

87537260-bunker22-1-1647499372.jpg

2022031416514573439-1647499396.jpg

ამიტომ, შენობების უმრავლესობას, რომელიც 60–იანი წლების დასაწყისში და მის შემდეგ არის აშენებული, ბირთვული თავშესაფრებიც აქვს.

2006 წ. შვეიცარულ სახლებში, დაწესებულებებში და საავადმყოფოებში 300 000–მდე თავშესაფარი არის დათვლილი და ამას გარდა, ქვეყანაში 5 100 საზოგადოებრივი თავშესაფარიც არის, რომელიც საფრთხის შემთხვევაში, 9 მილიონამდე ადამიანის თავდაცვას უზრუნველყოფს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 114 % შეადგენს (ამჟამად, შვეიცარეიაში 8.6 მილიონიადამიანი ცხოვრობს).

მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიას, უკანასკნელი 200 წლის მანძილზე, არცერთ სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია, ის თავდაცვისთვის ყოველთვის მზად არის. ხოლო იმისთვის, რომ გავიაზროთ შვეიცარიის თავდაცვის სტრატეგია, ერთ–ერთი ოფიცრის ცნობილი ციტატა უნდა მოვიშველიოთ: "შვეიცარიას არ ჰყავს არმია, თავად შვეიცარიაა არმია!" – თქვა მან.

211210-swiss-alps-fortress-embed-02-rlxu9w-1647499536.jpg

შვეიცარიის უახლოესი "კონკურენტი", თავშესაფრების რაოდენობის სიმრავლის მიხედვით, შვედეთი და ფინეთი არის, 7, 2 და 3, 4 მლნ. დაცული ადგილით, რაც ამ ქვეყნების მოსახლეობის, დაახლოებით, 81 და 70 % შეესაბამება.

kugelbunker-bunker-in-switzerland-z-213259074-1647499559.640x01.jpg

maxresdefault-1647499614.jpg

რაც შეეხება ევროპის სხვა ქვეყნებს, იქ არსებული სიტუაციის შედარება შვეიცარიასთან არც კი შეიძლება. მაგ., ავსტრიაში, მოსახლეობისთვის დაცული ადგილების რაოდენობა მხოლოდ 30 %–ია. გერმანიაში კი, საერთოდ, – 3 %.

ევროპის გარეთ, ბირთვული თავშესაფრები გავრცელებულია ჩინეთში, სამხ. კორეაში, არის სინგაპურში, ინდოეთში და სხვა ქვეყნებში. მაგრამ მოსახლეობისთვის, დაცული ადგილების რაოდენობა 50% არსად აღემატება.

ახლა კი ვნახოთ როგორ გამოიყურება შვეიცარიის ბუნკერები შიგნიდან.

211210-swiss-alps-fortress-embed-04-vlzudx-1647499700.jpg

horizonte-118-bilderstrecke-experimentelles-unter-tage-bild-1-1170x780-2-1647499709.jpg

87548580-431842b2-37c4-4060-adc1-a1360220124f-1647499720.jpg

წყარო

myquiz