"ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი სიყვარული" - ვის უწოდებს სალომე ზურაბიშვილი ყველაზე დიდ სიყვარულს და ვინ არის მისი შვილების მამა | Allnews.Ge

"ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი სიყვარული" - ვის უწოდებს სალომე ზურაბიშვილი ყველაზე დიდ სიყვარულს და ვინ არის მისი შვილების მამა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პიროვნება კვლავაც აქტუალურია, განსაკუთრებით ახლა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე - თამამი და მკვეთრი პოზიციით და განცხადებებით.

როგორც ცნობილია, ქალბატონი სალომ საქართველოდან ემიგრირებული ოჯახის შვილია. ცნობილია, რომ ქალბატონი სალომე ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილის შვილია, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის შვილი.

d7cc7333274d06711614a0d37f83b5be-1647417208.jpg

რაც შეეხება თავად პრეზიდენტის პირად ცხოვრებას, მას ორი შვილი ჰყავს - ქალ-ვაჟი, ქეთევანი და თემური, რომლებიც საფრანგეთში, პარიზში გაიზარდნენ. ქალბატონ სალომეს შვილები პირველ მეუღლესთან შეეძინა. ისინი გამართულად საუბრობენ ქართულად.

"მყავს ვაჟი თემური და გოგონა ქეთევანი. თემურიც დიპლომატიურ გზას გაჰყვა. ნიუ-იორკში ცხოვრობს და გაეროს მისიაში მუშაობს. ქალიშვილმა კი ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი ოცნება აისრულა - პარიზში, ფრანგულ საერთაშორისო ორენოვან ტელევიზიაში მუშაობს. საინფორმაციო გამოშვებისთვის სიუჟეტებს ამზადებს და სპორტული ნაწილის წამყვანია...", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

მისი ქალიშვილი ქეთევან გორჯესტანი ფრანგული ტელეკომპანიის, France 24-ის ჟურნალისტია, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე ამზადებს სიუჟეტებს და უძღვება გადაცემებს.

salome-1647417254.jpg

სალომე ზურაბიშვილის პირველი ქმარი და მისი შვილების მამა ნიკოლოზ კოკი გორჯესტანი იყო. სალომე ზურაბიშვილმა ნიკოლოზ გორჯესტანი 22 წლის ასაკში რომში გაიცნო. ამის შესახებ ის, ერთ-ერთ ძველ ინტერვიუში საუბრობს, რომელიც სანდრო ნავერიანმა ჩაწერა. კოკის ნამდვილი გვარი გუგუშვილია, "გორჯესტანი" კი სპარსულად "საქართველოდან მოსულს" ნიშნავს.

562272101508863503177071249883619n-1647417287.jpg

მე-20 საუკუნის დამდეგს, კოკის მამა სპარსეთში წავიდა. ახალი ქვეყანა, ახალი შესაძლებლობები - ამან მიიზიდა. ნიკოლოზის ტახტიდან ჩამოგდებამ და საქართველოში წითელარმიელების შესვლამ კი მას საქართველოში დასაბრუნებელი ყველა გზა მოუჭრა. მეორე რევოლუციამ კი, რომელმაც შაჰი დაამხო, იძულებული გახადა შვილებთან, ამერიკაში წასულიყო. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ზურაბიშვილი იხსენებს, ქმართან დაშორების გადაწყვეტილება სხვადასხვა ინტერესების გამო მიიღო.

"ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი სიყვარული. დიდი ტკივილის მიუხედავად, მაინც ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანის გვერდით ვცხოვრობდი. ის მხოლოდ მეუღლე კი არა, ჩემი უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი იყო... განაგრძეთ კითხვა