რუსული ჩექმის ნაკვალევი- ტერიტორიები, სადაც რუსები 90-იანი წლებიდან დღემდე შეიჭრნენ | Allnews.Ge

რუსული ჩექმის ნაკვალევი- ტერიტორიები, სადაც რუსები 90-იანი წლებიდან დღემდე შეიჭრნენ

დედები, ბავშვები, ახალგაზრდები, ორსულები - უამრავი უდანაშაულო მოქალაქის შეწირული სიცოცხლე და მიწასთან გასწორებული ქალაქები - ეს რუსული ჩექმის ნაკვალევია. რუსეთის დამპყრობლურ ბუნებაზე უკრაინაში განვითარებული საკმაოდ მძიმე მოვლენებიც კარგად მეტყველებს, თუმცა იმისთის, რომ კარგად დავინახოთ, თუ როგორია რუსეთის ნამდვილი სახე, გავიხსენოთ ის სამხედრო ინტერვენციები, რომლებიც ოკუპანტებმა საბჭოთა კავშირის დანგრევიდან დღემდე განახორციელეს.

აფხაზეთის ომი

image-750x-5d97173e0d23b-1647167070.jpg

1991-93 წლებში რუსეთმა თავისი პროვოკაციული ქმედებების შედეგად მიაღწია სამხედრო ესკალაციას აფხაზეთში. სისხლიანი დაპირისპირება 13 თვე გაგრძელდა. კონფლიქტის შედეგად 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი დაიღუპა და ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა. დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი. 300 ათასზე მეტი ეთნიკურად ქართველი კი აფხაზეთიდან გააძევეს.

პოსტსაბჭოური საქართველოსთვის კონფლიქტის შედეგები ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ქვეყანამ მიიღო უდიდესი მსხვერპლი, უმძიმესი ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანი და დროებით დაკარგული საკმაოდ მნიშვნელოვანი ტერიტორია.

დნესტრისპირეთის ომი

1231043-1647167137.jpg

1992 წელი, დნესტრისპირეთის ომი მოლდოვაში, რომლის პროვოცირებაც 1990 წლის ნოემბერში დაიწყო პრო-დნესტრიპირეთისა და პრო-მოლდოვურ ძალებს შორის. პრო-დნესტრიპირეთის ძალებს რესპუბლიკის გვარდია, მილიცია, კაზაკები წარმოადგენდნენ, რომელთაც რუსული მე-14 არმიის ნაწილები ეხმარებოდნენ. პრო-მოლდუვურ ძალებს კი მოლდოვის არმია და პოლიცია წარმოადგენდა.

transnistrianregionmap-1647167168.png

დაპირისპირება ორ მხარეს შორის 1992 წლის პირველ მარტს გააქტიურდა და იმავე წლის 21 ივლისამდე გაგრძელდა. დაპირისპირების შემდეგ დნესტპრისპირეთი დე-ფაქტო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. კონფლიქტს 300-დან 600-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

პრიგოროდნის კონფლიქტი

cjgypm51w2f01-1647167261.jpg

ასევე 1992 წელი- პრიგოროდნის კონფლიქტი — შეიარაღებული დაპირისპირება ოს და ინგუშ მოსახლეობას შორის. ოსები, როგორც მორალურ, ისე მატერიალურ დახმარებას რუსეთის ფედერაციისგან იღებდნენ. ომის მსვლელობისას, პრიგოროდნის რაიონიდან განდევნეს 60 000 ადგილობრივი ინგუში. დაპირისპირებას 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

ჩეჩნეთის პირველი ომი

evstafiev-helicopter-shot-down-1647167433.jpg

1994-96 წლები - ჩეჩნეთის პირველი ომი. ყველაფერი 1991 წელს დაიწყო, როდესაც ჩეჩნეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1992 წელს კი, რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის მიერ შეთავაზებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც რუსეთის ფედერაციაში შემავალ ავტონომიურ რეგიონებს ფართო ავტონომიის უფლებას აძელვდა, ჩეჩნეთმა უარი განაცხადა. 1994 წლის 30 ოქტომბერს რუსულმა ავიაციამ გროზნო დაბომბა.

ჩეჩნეთის მეორე ომი

4947120cb4f80479019e22efe4f99f7c-war-photography-capital-city-1647167586.jpg

ჩეჩნეთის მეორე ომი — შეიარაღებული კონფლიქტი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე და ჩრდილოეთ კავკასიის სასაზღვრო რეგიონებში, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკას შორის 1999 წლის 26 აგვისტოდან 2009 წლის 16 აპრილამდე მიმდინარეობდა. გროზნოში რუსეთის გამარჯვებამ ჩეჩნეთის რესპუბლიკა კვლავაც რუსეთის შემადგენლობაში დატოვა. ომს 50 000-დან 100 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

რუსეთ-საქართველოს ომი

agvistos-omi1-1647167640.jpg

2008 წელი-რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც აგვისტოში ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის ცხინვალის რეგიონში დაიწყო და რუსული ჯარის შემოსვლითა და საჰაერო იერიშებით გაგრძელდა. თუმცა, 7 აგვისტომდე რუსული ჯარის ნაწილები ცხინვალის რეგიონში ფარულად იმყოფებოდნენ.

ოსური დასახლებების მხრიდან ქართული სოფლებისა და ქართული პოლიციის საგუშაგოების მიმართულებით რამდენიმე დღიანი განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს საქართველომ ქალაქ ცხინვალის მიმართულებით საპასუხო სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიას, რომელმაც ათობით ქართული სოფელი დაანგრია და ასეულობით ათასი ქართველი საკუთარ მიწაზე დევნილად აქცია, 228 ზე მეტი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ომის შემდეგ რუსეთმა კი ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო.

სირიის სამოქალაქო ომში

syria-civil-war-getty-462518530-1647167816.jpg

2011 წელს დაწყებულ სირიის სამოქალაქო ომში ასევე ერთვება რუსეთის ფედერაცია. პუტინმა და მისმა სამხედრო თვითმფრინავებმა უძველესი ცივილიზაციის ძეგლები დაანგრიეს და არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვეპლეს.

რუსეთ-უკრაინის ომი

np-file-80763-870x489-1647167868.jpeg

და ბოლოს, რუსეთ-უკრაინის ომი - კონფლიქტი 2014 წლის უკრაინული რევოლუციის შემდეგ, 1 მარტს, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების მიერ შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ყირიმის ნახევარკუნძულის დაკავებით დაიწყო. კონფლიქტი ახალ ფაზაში 2022 წლის 24 თებერვალს გადავიდა, როდესაც პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა და რუსული შეიარაღებული ძალები უკრაინაში შეყვანა. ომის დაწყებიდან დღემდე 516 სამოქალაქო პირი დაიჭრა და 908 გარდაიცვალა.

ლაშა ჯავახიშვილი

myquiz