ვინ არის და როგორ ცხოვრობს უკრაინის თავდაცვის მინისტრი | Allnews.Ge

ვინ არის და როგორ ცხოვრობს უკრაინის თავდაცვის მინისტრი

ოლექ­სი რეზ­ნი­კო­ვი, იუ­რის­ტი 20 წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით, 2020 წლის მარ­ტი­დან უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტს იკა­ვებს. და­ვით არა­ხა­მია, ალექ­სეი არეს­ტო­ვი­ჩი, ოლექ­სი რეზ­ნი­კო­ვი, დე­ნის შმი­გა­ლი - ისი­ნი უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი არი­ან... ისი­ნი გარ­და იმი­სა, რომ მუდ­მი­ვად მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში არი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ოლექ­სი იუ­რი­ე­ვიჩ რეზ­ნი­კო­ვი 1966 წლის 18 ივ­ნისს ქა­ლაქ ლვოვ­ში და­ი­ბა­და. სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი მო­ი­ხა­და და 1991 წელს კი­ე­ვის სა­მარ­თლის ხა­რის­ხი მი­ი­ღო.

reznikovibavsvhoba-61675-1647157539.jpg

ოლექ­სი სპორ­ტსმე­ნე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. დე­დას რიტ­მულ ტან­ვარ­ჯიშ­ში სპორ­ტის ოს­ტა­ტის წო­დე­ბა ჰქონ­და, მა­მას კი აკ­რო­ბა­ტი­კა­ში. გარ­და ამი­სა, იური ალექ­სე­ე­ვი­ჩი მუ­შა­ობ­და ლვო­ვის ფი­ზი­კუ­რი აღ­ზრდის ინ­სტი­ტუ­ტის პრო­რექ­ტო­რად, ხოლო დედა ნევ­რო­პა­თო­ლო­გი გახ­ლდათ.

275572580-488310892950436-4627099156685188546-n-61355-1647157571.jpg

რეზ­ნი­კო­ვის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში სა­ინ­ტე­რე­სო სამ­სა­ხუ­რე­ბი იძებ­ნე­ბა. პირ­ვე­ლად კი­ნეს­კო­პის წარ­მო­ე­ბა­ში და­საქმდა, შემ­დეგ კი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ოპე­რა­ტო­რად მუ­შა­ობ­და. სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში რე­გი­ო­ნა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც კი მო­უ­წია მუ­შა­ო­ბამ.

ივან ფრან­კოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად საბ­რო­კე­რო კომ­პა­ნია და­ა­ფუძნა, სა­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და და კომ­პა­ნი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

ად­ვო­კა­ტის დიპ­ლო­მის აღე­ბის შემ­დეგ სამი წელი უკ­რა­ი­ნის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა. შემ­დეგ იყო რამ­დე­ნი­მე იუ­რი­დი­უ­ლი ფირ­მის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სა­ბო­ლო­ოდ ერთ გი­გან­ტად Magisters-ად ჩა­მო­ყა­ლიბ­და. განაგრძეთ კითხვა

myquiz