33 წლის პოლიტიკოსი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს - რა არის მელიტოპოლის მერის შესახებ ამ დროისთვის ცნობილი და რას წერდა ის "ინსტაგრამზე" გატაცებამდე
11 მარტს რუსი ოკუპანტების 10-კაციანმა ჯგუფმა უკრაინის ქალაქ მელიტოპოლის ახალგაზრდა მერი, ივან ფიოდოროვი გაიტაცა. 33 წლის ივანს დამპყრობლებმა თანამშრომლობა შესთავაზეს, რაზეც ის არ დათანხმდა, ამის შემდეგ კი, თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოაცვეს და გაიტაცეს.
გატაცებიდან ერთი დღის შემდეგ, რუსებმა ქალაქში ახალი "მერი" დანიშნეს. "რია მელიტოპოლის" ცნობით, ის არის გალინა დანილჩენკო, საკრებულოს დეპუტატი "ოპოზიციური ბლოკიდან."
ოკუპანტების მიერ დანიშნული ქალაქის ახალი "მერი"
ახალმა "მერმა“ მოსახლეობას სატელევიზიო ეთერით მიმართა და განაცხადა, რომ ქალაქში სახალხო დეპუტატთა კომიტეტი იქმნება, რომელიც მელიტოპოლს უხელმძღვანელებს. მანვე მოსახლეობა გააფრთხილა და თქვა, რომ "ცუდ ქცევებზე მკაცრი რეაქცია ექნებათ.“
ივან ფიოდოროვი რუსებმა მაშინ გაიტაცეს, როცა ის მელიტოპოლის კრიზის-ცენტრში იმყოფებოდა.
გატაცების კადრი
მერის გატაცება გააპროტესტეს ოკუპირებული ქალაქის მაცხოვრებლებმა. ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ ფიოდოროვის მხარდასაჭერად და რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ აქცია შიშველი ხელებით გამართეს.
ივან ფიოდოროვის გასათავისუფლებლად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დახმარება ისრაელის პრემიერ მინისტრს ნაფტალი ბენეტის სთხოვა.
"გავაგრძელე დიალოგი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ნაფტალი ბენეტთან. ვისაუბრეთ რუსეთის აგრესიასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივაზე. მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რეპრესიები უნდა შეწყდეს: ვთხოვე დახმარება მელიტოპოლის დატყვევებული მერის და ადგილობრივი საზოგადო მოღვაწეების გათავისუფლებაში,“ - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი "ტვიტერზე“. მანამდე ზელენსკიმ აღნიშნული საკითხი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, პოლონეთის პრეზიდენტთან ანჟეი დუდასთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთანაც განიხილა. განაგრძეთ კითხვა