რას ნიშნავს რუსულ სამხედრო ტექნიკაზე გამოსახული ასო Z | Allnews.Ge

რას ნიშნავს რუსულ სამხედრო ტექნიკაზე გამოსახული ასო Z

უკრაინაში უკვე ორი კვირაა, ომი მიმდინარეობს, ამ პერიოდში კი ასო Z თითქმის ყველა იმ კადრში გვხვდება, სადაც რუსული არმიის სამხედრო ტექნიკა ჩანს. უფრო მეტიც, ახლა ამ ასოს გამოსახვით საზოგადოებას ამცნობენ, რომ რუსული არმიისა და კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერნი არიან. ამ ნიშანს ვხვდებით არა მხოლოდ ტანკებსა და სოციალურ ქსელში, ლათინური ასო Z გამოსახულია ბილბორდებზე, მაღაზიებზე, ავტომობილებზე, სამოსსა და ფრჩხილის ლაქის დიზაინზეც კი...

კრიტიკოსების აზრით, ასო Z ახალი სვასტიკაა, ხოლო რუსეთის მომხრეები, რომლებიც ომსა და უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას სპეცოპერაციას უწოდებენ, ამბობენ, რომ ეს რუსული არმიის მხარდაჭერის სიმბოლოა, რომელიც, კრემლის აზრით, უკრაინაში "ნეონაცისტებს“ ებრძვის.

ამასთან, ზუსტად არავინ იცის, რას ნიშნავს ეს და სხვა ლათინური ასოები, რომლებიც რუსულ ტანკებზეა გამოსახული, თუმცა არსებობს რამდენიმე ვერსია.

"Z-მ მოიცვა მთელი ქვეყანა“

zeti2-1646900563-1647076792.jpg

უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა კადრები, რომლებშიც რუსულ სამხედრო ტექნიკას სხვადასხვა ლათინური ასო ეწერა: Z, V და სხვა.

ყველაზე მეტად კი ასო Z გვხვდება, რომელიც რუსეთის მხარდაჭერის სიმბოლოდ იქცა.

რუსული მედიის ცნობით, ხალხმა ფლეშმობიც მოაწყო და მანქანები ისე დააყენა, რომ Z ასო გამოსახულიყო და ისინი დრონს დაეფიქსირებია.

ყაზანში, ამავე სტილის ფლეშმობში მონაწილეობა ბავშვთა ჰოსპისის ბენეფიციართა მშობლებმა და ადგილობრივმა პერსონალმა მიიღო. ინტერნეტ-მაღაზიებში ყველასთვის ხელმისაწვდომია ამ წარწერით მაისურის შეძენა. ახალი სიმბოლო ოპონენტების დასაშინებლადაც გამოიყენება. როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა ერთ-ერთი ორგანიზაციის ოფისის ჩხრეკის შემდეგ ფურცელზე დაწერილი Z ასო დატოვეს. განაგრძეთ კითხვა

myquiz