რა ბედი ეწია 4 წლის ბიჭს, რომელიც უკრაინაში რუსული აგრესიის სახედ იქცა | Allnews.Ge

რა ბედი ეწია 4 წლის ბიჭს, რომელიც უკრაინაში რუსული აგრესიის სახედ იქცა

ატი­რე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ბი­ჭუ­ნას ვი­დე­ომ მთე­ლი მსოფ­ლიო შეძ­რა. რო­გორც მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბის აღ­წე­რა­ში იყო ნათ­ქვა­მი, ვი­დეო უკ­რა­ი­ნა პო­ლო­ნე­თის სა­ზღვარ­თან გა­და­ი­ღეს. თავ­და­პირ­ვე­ლად ის ბრი­ტა­ნულ­მა "დე­ი­ლი მე­ილ­მა" გა­ავ­რცე­ლა.

ვი­დე­ო­ში ბიჭი სულ მარ­ტო ჩან­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის კად­რებს აზი­ა­რებ­და და რუ­სულ აგ­რე­სი­ას უკ­რა­ი­ნა­ში კი­დევ უფრო მეტი სიმ­კაც­რით აპ­რო­ტეს­ტებ­და (ნა­ხეთ ვი­დეო).

ლტოლ­ვი­ლი პა­ტა­რა ბიჭი უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის სა­ხედ იქცა და ალ­ბათ, მო­მა­ვალ­ში, როცა ომი დას­რულ­დე­ბა და როცა ადა­მი­ა­ნე­ბი ამ ომს გა­იხ­სე­ნე­ბენ, პირ­ველ რიგ­ში, სწო­რედ ფე­რად ზო­ლე­ბი­ან ქურ­თუკ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ბავ­შვი გა­ახ­სენ­დე­ბათ.

bichi1-37262-1646815210.jpg

ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო გახ­და მთელ მსოფ­ლი­ო­შიც და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­შიც - და­ხა­ტეს მხატ­ვრებ­მა, კომ­პო­ზი­ტო­რებ­მა კი ახა­ლი, სევ­დი­ა­ნი კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი მი­უ­ძღვნეს.

ადა­მი­ა­ნებს აინ­ტე­რე­სებთ თუ რა ბედი ეწია ბავ­შვს და რო­გორ არის ის ახლა.

პო­ლო­ნურ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ბიჭი, რო­მელ­მაც სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თა, 4 წლის ვა­ლე­რია. მა­თი­ვე ცნო­ბით, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არა­ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და და ბავ­შვი მარ­ტო არ ყო­ფი­ლა. მან ოჯახ­თან ერ­თად და­ტო­ვა სამ­შობ­ლო.

bavshvi-37303-1646815227.jpg

ბავ­შვმა სა­ზღვა­რი ოჯახ­თან ერ­თად გა­დაკ­ვე­თა

მა­თი­ვე ცნო­ბით, პო­ლო­ნე­ლი მე­სა­ზღვრე­ე­ბის­გან პა­ტა­რამ სა­ჩუქ­რად ტკბი­ლე­უ­ლიც მი­ი­ღო და ახლა მას­ზე და მის ოჯახ­ზე შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი ზრუ­ნა­ვენ.

Ambebi.ge