რატომ მალავს პუტინი შვილებს? - რუსეთის პრეზიდენტის ქალიშვილები მილიარდებს ფლობენ | Allnews.Ge

რატომ მალავს პუტინი შვილებს? - რუსეთის პრეზიდენტის ქალიშვილები მილიარდებს ფლობენ

უკვე წლე­ბია, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლე­ბის მი­მართ მე­დი­ი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი არ ნელ­დე­ბა. თა­ვად ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი შე­კი­თხვებს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბი­სა და ოჯა­ხის შე­სა­ხებ, ყო­ველ­თვის გა­ურ­ბის.

ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში თით­ქმის არ მო­ი­პო­ვე­ბა რუ­სე­თის ლი­დე­რის შვი­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბი, მათ ზუსტ სა­ხე­ლებ­ზეც კი კა­მა­თო­ბენ, ხოლო სხვა­დას­ხვა წყა­რო მათ გვა­რებ­საც გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მო­იხ­სე­ნი­ებს.

მე­დი­ა­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად ინ­ფორ­მა­ცია რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ორ ქა­ლიშ­ვილ­ზე - ეკა­ტე­რი­ნა­სა და მა­რი­ა­ზე ვრცელ­დე­ბა, თუმ­ცა პუ­ტინს მათი რე­ა­ლუ­რი ვი­ნა­ო­ბა არას­დროს და­უ­დას­ტუ­რე­ბია. მე­დი­ის ცნო­ბით, ორი­ვე რუ­სე­თის პირ­ვე­ლი პი­რი­სა და მისი ყო­ფი­ლი ცო­ლის, ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნას ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან.

putinashvilebichild-39444-1646747584.jpg

putiniputina-39444-1646747597.jpg

მა­რია 1985 წელს სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში და­ი­ბა­და, ხოლო ეკა­ტე­რი­ნა გერ­მა­ნი­ა­ში 1986 წელს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნე­ბი მოს­კოვ­ში გერ­მა­ნულ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­დნენ, თუმ­ცა რაც პუ­ტი­ნი რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი გახ­და, ორი­ვემ და­ტო­ვა სკო­ლა და გა­ნათ­ლე­ბას სახ­ლში იღებ­დნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ორი­ვე სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა გვა­რე­ბით ფიქ­სირ­დე­ბოდ­ნენ.

putinashvilebi-39446-1646747666.jpg

კა­ტე­რი­ნა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვეა, "რუ­სე­თის ბან­კის" ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი აქ­ცი­ო­ნე­რის ნი­კო­ლაი შა­მა­ლო­ვის შვილ­ზე, კი­რილ შა­მა­ლოვ­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. ნი­კო­ლაი შა­მა­ლო­ვი ბან­კის გარ­და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მსხვილ კომ­პა­ნი­ა­შია, მათ შო­რის "სი­ბურ ჰოლ­დინ­გის“, რუ­სუ­ლი ქი­მი­უ­რი კომ­პა­ნი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტია. კა­ტე­რი­ნას მა­მამ­თი­ლი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ძვე­ლი, ახლო მე­გო­ბა­რია, ბან­კი "რო­სია" კი "რუ­სუ­ლი ელი­ტის ბან­კად" არის ცნო­ბი­ლი.

უც­ნო­ბია, ჰყავთ თუ არა კა­ტე­რი­ნა­სა და კი­რილს შვი­ლე­ბი. თა­ვად ეკა­ტე­რი­ნას წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ცეკ­ვაო და არა მხო­ლოდ, სა­ცეკ­ვაო კა­რი­ე­რა აქვს. ის გახ­ლავთ მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი­სა და ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი, ასე­ვე ხელ­მძღვა­ნე­ლობს უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრს.

putinadance-39446-1646747689.jpg

მე­დი­ის ცნო­ბით, ცოლ-ქმრის მფლო­ბე­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ქო­ნე­ბაა, მათ შო­რის ვი­ლე­ბი და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი იახ­ტე­ბი ევ­რო­პა­ში. ჟურ­ნა­ლის­ტურ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ პუ­ტი­ნის უმ­ცროს ქა­ლიშ­ვილს რუ­სულ სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ებ­თან მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტე­ბი აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

უფრო მწი­რია ინ­ფორ­მა­ცია მა­რია პუ­ტი­ნა­ზე. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და რუ­სულ მე­დი­ა­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბა ფაქ­ტი, რომ მა­რია ვო­რონ­ცო­ვა, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ რუ­სე­თის "პირ­ველ არხთან" ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო კომ­პა­ნი­ის შექ­მნა­ზე ისა­უბ­რა, სი­ნამ­დვი­ლე­ში მა­რია პუ­ტი­ნაა. მა­რი­ამ 894 მი­ლი­ონ დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო კომ­პა­ნი­ის გახ­სნა და­ა­ა­ნონ­სა, რო­მე­ლიც კი­ბოს კვლე­ვებ­ზე იმუ­შა­ვებს.

mariavoroncova-2019-07-25-5jtmy2klbd-1-1646747778.jpg

BBC-ის ცნო­ბით, ეს რუ­სე­თის მას­შტა­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო სექ­ტორ­ში ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი კერ­ძო სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტია. განაგრძეთ კითხვა

myquiz