საიდუმლო, რომელსაც ჰიტლერი მთელი ცხოვრების მანძილზე მალავდა | Allnews.Ge

საიდუმლო, რომელსაც ჰიტლერი მთელი ცხოვრების მანძილზე მალავდა

ვენის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით, ას კილომეტრში, ჩრდილოეთ ავსტრიაში, პატარა სოფელი დოლერშაიმი მდებარეობს. ჰიტლერის ბრძანებით, ოთხმოცი წლის წინ, ეს პატარა ავსტრიული სოფელი მიწასთან გაასწორეს...

დიქტატორი ცდილობდა დაემალა და მთლიანად გაენადგურებინა ყველაფერი, რასაც მისი ოჯახის ისტორიისთვის, შეეძლო ნათელი მოჰინა. ყველაფერი, რაც მის, ვითომ და, არიულ წარმომავლობას ეჭვქვეშ დააყენებდა (როგორც ჩანს, ჰიტლერი, როგორც პუტინი, საკუთარ წარმომავლობას მალავდა. რედ.)

2022030222083473439-1646658134.jpg

სოფ. დოლერშაიმი – ფოტო ღია ბარათზე, რომელიც მის განადგურებამდე არის გადაღებული.

სწორედ იქ დოლერშაიმში, 1837 წელს, მარია შიკლრუბერს ვაჟი – ალოისი შეეძინა, რომელიც შემდეგში, ადოლფ ჰიტლერის მამა გახდა. თუმცა, თავად მომავალი დიქტატორი ჰიდლერის გვარით დაიბადა, რადგან მარია, ბავშვის დაბადების მომენტისთვის, გათხოვილი არ იყო და იოჰან ჰიდლერს ცოლად რომ გაჰყვა, ბავშვი უკვე 5 წლის იყო.

2022030222073073439-1646658287.jpg

ადოლფ ჰიტლერის გენეალოგიური ხე

მამინაცვალმა ალოისს გვარი მისცა და სწორედ მის გვარს ატარებდა ადოლფიც. მოგვიანებით, როდესაც ადოლფი ცნობილი გახდა, თავს ამ გვარის მემკვიდრედ ასაღებდა და იმისთვის, რომ წმინდა არიული წარმომავლობა დაემტკიცებინა, თავის გენეალოგიურ ხეზე მიუთითებდა.

ის, თუ ვინ იყო ალოის ჰიდლერის ბიოლოგიური მამა უცნობია, რადგან სოფლის საეკლესიო წიგნში მამის ვინაობა მითითებული არ იყო.

მას შემდეგ კი, რაც ადოლფ ჰიტლერი მხოლოდ ცნობილი კი არა, გავლენიანი პოლიტიკოსი გახდა, ისტორიკოსებმა მისი წარმომავლობის შესწავლა დაიწყეს, ეს კი ჰიტლერს ძალიან აღიზიანებდა.

გაჩნდა ეჭვი, რომ მისი ბიოლოგიური მამა არიელი კი არა, ებრაელი იყო და ამ ვარაუდმა ფიურერის აპოპლექტური რისხვა გამოიწვია. «ხალხმა არ უნდა იცოდეს, ვინ ვარ», «მათ არ უნდა გაიგონ, საიდან ვარ» – ყვიროდა ჰიტლერი.

2022030222155173439-1646658375.jpg

მისი ოჯახის და წარმომავლობის ინფორმაციის დამალვის მიზნით, გერმანელმა დიქტატორმა მშობლიური სოფელი მიწასთან გაასწორა.

1931 წელს მან SS უბრძანა, რომ მის წარმომავლობასთან დაკავშირებით, ყველა ვარაუდი და ჭორი გამოეძიებინათ... ბრძანება შეასრულეს, მაგრამ მისი ებრაელი წინაპრების არსებობაზე, ვერანაირი მტკიცებულება ვერ იპოვეს. შემდეგ, მან გენეალოგს უბრძანა, რომ ილუსტრირებული საგვარეულო ხე შეექმნა, რომელიც მის წარმომავლობას აჩვენებდა. ეს ხე, მან 1937 წ. წიგნში «Die Ahnentafel des Fuehrers» («ფიურერის მემკვიდრეობა») გამოაქვეყნა და აჩვენა, რომ მას უზადო არიული ფესვები ჰქონდა.

ახლა უკვე ძნელია ტყუილ–მართალის გარკვევა და სხვადასხვა ვარაუდების განხილვა. ფაქტი კი, მხოლოდ ის არის, რომ ფიურერი მეტად საფუძვლიანად მალავდა ყველაფერს რაც მისი ოჯახს და წარმომავლობას უკავშირდებოდა. გარდა ამისა, არც ის არის ცნობილი, როგორ გადაიქცა გვარი ჰიდლერი – ჰიტლერად. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ეს უბრალოდ, ფონეტიკური უზუსტობა, ან ნოტარიუსის შეცდომა იყო, რომელიც ჩანაწერს კარნახით აკეთებდა და გვარი სწორედ ვერ გაიგო. განაგრძეთ კითხვა

myquiz