"ექვსივე ბლოკი ერთად რომ აფეთქდეს, ევროპაში ყველაფერი დამთავრდება" - ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის აფეთქების შემთხვევაში? | Allnews.Ge

"ექვსივე ბლოკი ერთად რომ აფეთქდეს, ევროპაში ყველაფერი დამთავრდება" - ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის აფეთქების შემთხვევაში?

"ზა­პო­რო­ჟი­ეს ელექტრო­სად­გუ­რი ჩერ­ნო­ბილ­ზე 6-ჯერ მეტი სიმ­ძლავ­რის სად­გუ­რია - ერთ-ერთ ბლოკ­ზე მა­ინც რომ მოხ­დეს ის, რაც ჩერ­ნო­ბილ­ში, ეფექ­ტი 10-15 ჯერ უფრო უა­რე­სი იქ­ნე­ბა" - ამის შე­სა­ხებ ენერ­გე­ტი­კოს­მა გია არა­ბი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "ნი­უს­რუმ­ში“ გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, რა ზი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის ჰერ­მე­ტუ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ენერ­გე­ტი­კო­სის თქმით, ეს სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, მათ შო­რის ქა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

"ზა­პო­რო­ჟი­ეს ექ­ვსი­ვე ბლო­კი ერ­თად რომ აფეთ­ქდეს, ჩათ­ვა­ლეთ, ევ­რო­პა­ში მა­ინც ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდე­ბა. მაგ­რამ და­ვუშ­ვათ, ზა­პო­რო­ჟი­ეს ერთ-ერთ ბლოკ­ზე მა­ინც მოხ­დეს ის, რაც ჩერ­ნო­ბილ­ში, ეს არის 10-15-ჯერ მეტი პრობ­ლე­მა, რაც ია­პო­ნი­ა­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ ატო­მუ­რი ბომ­ბის ჩა­მოგ­დე­ბა. ეფექ­ტი 10-15 ჯერ უფრო უა­რე­სი იქ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ას ჩვენ­თან, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რო­გო­რი იქ­ნე­ბა ქა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა, ასე­ვე ღრუბ­ლე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და გია არა­ბი­ძემ.

მისი თქმით, მარ­თა­ლია ხან­ძრის შე­დე­გად ზა­პო­რო­ჟი­ეს სად­გუ­რის ჰერ­მე­ტუ­ლო­ბა არ დარ­ღვე­უ­ლა, მაგ­რამ ფაქ­ტი, რომ რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ატო­მუ­რი სად­გუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ის­რო­ლეს, აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია.

"ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ცი­დენ­ტი ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე კა­ტას­ტრო­ფუ­ლად სა­ში­შია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ატო­მურ ელექტრო­სად­გუ­რებს დაც­ვის უამ­რა­ვი მე­ქა­ნიზ­მი აქვს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ ეტაპ­ზე ხან­ძა­რი ჩა­აქ­რეს. ამ ხან­ძრის შე­დე­გად სად­გუ­რის ჰერ­მე­ტუ­ლო­ბა არ დარ­ღვე­უ­ლა, მაგ­რამ არა­ვი­ნაა და­ზღვე­უ­ლი იმი­სა­გან, ხვალ რა მოხ­დე­ბა. ფაქ­ტი, რომ სამ­ხედ­რო­ებ­მა ატო­მუ­რი სად­გუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ის­რო­ლეს, აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი და გა­სა­ო­ცა­რია. ომის დროს ყვე­ლა ქვე­ყა­ნა ერი­დე­ბა ხოლ­მე ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ში რა­ი­მე ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას. ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძლავ­რი ატო­მუ­რი სად­გუ­რია. 6 ბლო­კი დგას, რომ­ლის სიმ­ძლავ­რე ჯა­მუ­რად 6 ათა­სი მე­გა­ვა­ტია. ეს უზარ­მა­ზა­რი სიმ­ძლავ­რეა. ზა­პო­რო­ჟი­ეს ელექტრო­სად­გუ­რი ჩერ­ნო­ბილ­ზე 6-ჯერ მეტი სიმ­ძლავ­რის სად­გუ­რია, თუმ­ცა ზა­პო­რო­ჟი­ეს სად­გურს გა­ცი­ლე­ბით უფრო და­ცუ­ლი სის­ტე­მა აქვს“, - გა­ნა­ცხა­და გია არა­ბი­ძემ.

ენერ­გე­ტი­კო­სის თქმით, ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის მწყობ­რი­დან გა­მოყ­ვა­ნა მსოფ­ლი­ოს­თვის სა­ში­ში პრე­ცე­დენ­ტი იქ­ნე­ბა, ამი­ტომ რუ­სე­თი უნდა შე­ე­გუ­ოს, რომ იქ შეს­ვლა არ შე­იძ­ლე­ბა.

"გათ­ვლა იმა­ზე, რომ ზა­პო­რო­ჟი­ეს ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი მთა­ვა­რი ელექტრო­მომ­მა­რა­გე­ბე­ლი სის­ტე­მაა უკ­რა­ი­ნის­თვის და ამის გამო მისი მწყობ­რი­დან გა­მოყ­ვა­ნა, მსოფ­ლი­ოს­თვის სა­ში­ში პრე­ცე­დენ­ტია. ამი­ტომ რუ­სე­თი უნდა შე­ე­გუ­ოს, რომ არ შე­იძ­ლე­ბა ამ სად­გურ­ში შეს­ვლა, არ შე­იძ­ლე­ბა ამ სად­გუ­რის პერ­სო­ნა­ლის­თვის რა­ი­მე ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა და არ შე­იძ­ლე­ბა მათ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­რე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და გია არა­ბი­ძემ.