უცნობი ფაქტები უკრაინის პრეზიდენტის შესახებ - ვოლოდიმირ ზელენსკის გზა "მანსანკანიდან" ლიდერობამდე | Allnews.Ge

უცნობი ფაქტები უკრაინის პრეზიდენტის შესახებ - ვოლოდიმირ ზელენსკის გზა "მანსანკანიდან" ლიდერობამდე

უკრაინა და მისი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახლა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში არიან. ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ კომიკოსი და მსახიობი რამდენიმე წლის შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრეზიდენტი გახდებოდა და ამდენი მხარდამჭერი გამოუჩნდებოდა.

მისმა შეუპოვრობამ და მტკიცე ხასიათმა უკრიანელების საბრძოლო სულისკვეთებაზეც იმოქმედა და მტრის წინააღმდეგ მთელი ერი გაერთიანდა.

volodymyr-zelensky-1646292180.jpg

დღევანდელ სტატიაში ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ საინტერეოს ფაქტებს გიამბობთ, რომლებიც ძალიან ცოტამ იცის.

ვოლოდიმირ ზელენსკი დაიბადა საბჭოთა კავშირში, 1978 წლის 25 იანვარს, კრივოი-როგში, უკრაინის სსრში, ებრაელი მშობლების ოჯახში.

555-2022-02-28-12-43-44-013984-1646292212.jpg

ზელენსკის დიდი ბაბუა და მისი 3 ძმა ჰოლოკოსტის დროს მოკლეს.

ზელენსკის მამა, ალექსანდრ ზელენსკი არის პროფესორი და კრივოი-როგის ეკონომიკის ინსტიტუტის კიბერნეტისა და კომპიუტერული ტექნიკის ხელმძღვანელია.

ზელენსკის დედა, რიმა ზელენსკა ოთხი წლის მანძილზე ცხოვრობდა მონღოლეთში, ქალაქ ერდენეტში.

ვოლოდიმირ ზელენსკის მშობლები ძალიან მოკრძალებით ცხოვრობენ. მათი ყოველდღიურობა რიგითი უკრიანელებისგან არ განსხვავდება. ალექსანდრი და რიმა კრივოი-როგში საბჭოთა პერიოდში აშენებულ კორპუსის ოთხოთახიან ბინაში ცხოვრობენ.

msoblebi-2022-02-28-12-43-13-543711-1646292263.jpg

ზელენსკი მშობლებთან ერთად

ვოლოდიმირ ზელენსკი პროფესიით იურისტია, თუმცა ამ მიმართულებით არასოდეს უმუშავია.

17 წლის ასაკში ზელენსკი შეუერთდა ადგილობრივ „მანსაკანს“, და მოგვიანებით მიიწვიეს უკრაინულ გუნდ „ზაპოროჟია-კრივოი-როგ ტრანზიტში“ რომელმაც მონაწილეობა მიიღო „მანსაკანის“ უმაღლეს ლიგაში და 1997 წელს გუნდმა გამარჯვებაც მოახერხა.

10557-1646292297.jpg

ამავე წელს მან შექმნა „კვარტალ 95“. 1998-2003 წლებში „კვარტალ 95“ მონაწილეობდა „მანსაკანის“ უმაღლეს ლიგაში. გუნდი დროს ძირითადად მოსკოვში ატარებდა და დადიოდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში.

2003 წელს გუნდმა დაიწყო შოუების შექმნა უკრაინული ტელეარხ „1+1“-სთვის და 2005 წელს გადაინაცვლა ტელევიზია „ინტერ“-ში.

download-1646292327.jpg

1024px-kvartal-95-vadim-chuprina-1646292382.jpg

მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა 2015 წელს გადაღებულმა სერიალმა „ხალხის მსახური“. სერიალში მოთხრობილია ისტორიის მასწავლებლის ვასილი პეტრეს ძე გოლობოროდკოს ისტორია, რომელიც მოულოდნელად, ვირუსული ვიდეოს წყალობით იმარჯვებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში. იგი იწყებს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, მაგრამ ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება.

volodymyr-zelenskyy-05-1646292356.jpg

კადრი სერიალიდან "ხალხის მსახური"

ზელენსკი აქტიურად უჭერდა მხარს ევრომაიდანის მოძრაობას. დონბასის ომის დროს, ის აქტიურად უჭერდა მხარს უკრაინულ არმიას. ზელენსკი ფინანსურად დაეხმარა დონბასში მებრძოლ ბატალიონს.

არჩევნებში მონაწილოების დროს ზელენკის ერთ-ერთ მთავარი დაპირება იყო, რომ ის პრეზიდენტის თანამდებობას, მხოლოდ ერთი ვადით დაიკავებს…

ვოლოდიმირ ზელენსკის ქონება 2018 წელს დაახლოებით 37 მილიონი გრივნას (დაახლოებით 1,5 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენდა.

პრეზიდენტი დაოჯახებულია ოლენა ზელენსკაზე, რომელზეც 2003 წელს იქორწინა. უკრაინის პრეზიდენტმა მეუღლე ოლენა სკოლაში გაიცნო. ისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ და პარალელურ კლასები იყვნენ. წყვილს 2 შვილი ჰყავს.

zelenski6-38212-1646292432.jpg

zelenski7-38385-1646292461.jpg

პრეზიდენტი ზელენსკი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და სოციალურ ქსელში ვარჯიშის დროს ოთხფეხა მეგობრებთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებს.

c1-3199320-1646292525.jpg

ზელენსკის ინსტაგრამზე 14 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

myquiz