6 შვილი და შთამბეჭდავი ქონება - ვინ არის დავით არახამიას მეუღლე?
კრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში მიხეილ სააკაშვილის შემდეგ, რამდენიმე წელია რაც კიდევ ერთი ქართველი გამოჩნდა, რომელიც საკმაოდ სერიოზულ როლს ასრულებს. ქართველი ბიზნესმენი დავით არახამია უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარეა. ორი დღის წინ, სწორედ არახამია წარმოადგენდა უკრაინულ დელეგაციას რუსულ მხარესთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამართული მოლაპარაკებების დროს, რის შემდეგაც ქართული წარმოშობის პოლიტიკოსის მიმართ ინტერესი ჩვენში ძალიან გაიზარდა.
დავით არახამია ფსევდონიმით, ბრაუნი 1979 წლის 23 აგვისტოს დაიბადა. მისი ოჯახში ქალაქ გაგრაში ცხოვრობდა. 90-იანი წლების აფხაზეთის ომის შემდეგ, ოჯახი საცხოვრებლად უკრაინის ქალაქ ნიკოლაევოში გადავიდა. თუმცა, იქამდე გარკვეული დროის განმავლობაში, დავითი თბილისში ცხოვრობდა და დედაქალაქის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობდა.
მართალია, ამ დღეებში ქართულ მედიაში დავით არახამიას შესახებ საკმაოდ ბევრი ინფორმაცია გამოქვეყნდა. ქართული წარმოშობის უკრაინელი პოლიტიკოსი ჩაცმის სტილით ცნობილ დიზაინერს დემნა გვასალიასაც კი შეადარეს. მასაც ძალიან უყვარს შავი ტანსაცმელი და ჰუდები...
დავით არახამია მეორე ქორწინებაშია, ამჟამად მისი ცოლი ვიქტორია არახამიაა. წყვილს ხუთი საერთო შვილი ჰყავს. პირველი ქორწინებიდან პოლიტიკოსს კიდევ ერთი ვაჟი ჰყავს. დავითი ექვსივე შვილს ვიქტორიასთან ერთად ზრდის. არახამიას პირველი ცოლის შესახებ მედიაში ინფორმაცია არ იძებნება. დავით არახამიას ყველა შვილის სახელი დ - ასოზე იწყება. ერთ-ერთ შვილს კი მამის სახელი ჰქვია.