„ასეთი რა დააშავეს ამ საწყლებმა, იმედია კარგად მაინც უხდიან“- ნახეთ „ფუტურისტული ფეხსაცმელები“ და სახალისო გამოხმაურებები სოციალურ ქსელში | Allnews.Ge

„ასეთი რა დააშავეს ამ საწყლებმა, იმედია კარგად მაინც უხდიან“- ნახეთ „ფუტურისტული ფეხსაცმელები“ და სახალისო გამოხმაურებები სოციალურ ქსელში

ლონდონის მოდის კვირეულზე მსოფლიოს წამყვანმა დიზაინერებმა ახალი კოლექციები წარადგინეს. მოდის კვირეული 18 თებერვალს დაიწყო და 22 თებერვალს დასრულდა.

ცოტა ხნის წინ სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც მოდელები საკმაოდ უცნაურ ტანსაცმელში არიან გამოწყობილები.

1-1645626146.png

2-1645626161.png

3-1645626175.png

როგორც ირკვევა „ფუტურისტული ფეხსაცმელების“ ავტორი დიზაინერი Dirk Vaessen-ია.

მოდების ჩვენებას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც დიზაინერმა მედიასთან განაცხადა, მას სურდა ეჩვენებინა ის, თუ როგორი იქნება მოდა 50 წლის შემდეგ.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებს კი საკმაოდ სახალისო გამოხმაურებები მოჰყვა:

„უნდა გააქრო ეს დიზაინერი რომ ამის მეტი არაფერი გააკეთოს“

"საუკეთესო სასჯელი იქნება -ერთი თვე რიგ-რიგობით ყველა ფეხსაცმელი თვითონ ატაროს შემქმნელმა"

"ასეთი რა დააშავეს ამ საწყლებმა რომ ეს სასჯელი ერგოთ"

"იმედია მოდელებს კარგად უხდიან, სხვა მხრივ ძალიან შემეცოდებიან"

myquiz