"64 წლის ვარ, მაგრამ 20 წლის გოგონასავით გამოვიყურები, ჩემი შვილიშვილი კი ჩემი და ჰგონიათ" - ექვსი რჩევა ავსტრალიელი ბებოსგან | Allnews.Ge

"64 წლის ვარ, მაგრამ 20 წლის გოგონასავით გამოვიყურები, ჩემი შვილიშვილი კი ჩემი და ჰგონიათ" - ექვსი რჩევა ავსტრალიელი ბებოსგან

64 წლის ავსტრალიელმა ლესლი მაქსველმა დაამტკიცა, რომ საპენსიო ასაკშიც შეგიძლიათ მიმზიდველად გამოიყურებოდეთ. ის მუდმივად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს, სადაც კარგად ჩანს მოხდენილი ფიგურა, პრესი და ადამიანებიც ხშირად იბნევიან, როდესაც ლესლის ასაკს იგებენ. ქალი თავის 20 წლის შვილიშვილ ტიესთან ერთად ვარჯიშობს. ამბობს, რომ ისინი ხშირად დები ჰგონიათ და წარმოდგენა არ აქვთ, რომ ბებია და შვილიშვილი არიან.მაქსველი ამბობს, რომ თავისზე ბევრად ახალგაზრდა შეყვარებული ჰყავს, თუმცა, ფიქრობს, რომ მთავარი ენერგიულობა და სიმხნევეა, ასაკი კი მხოლოდ ციფრებშია.

თუმცა, ასეთი სხეულისთვის ნამდვილად დიდი შრომა მოგიწევთ . ლესლი კვირაში ხუთჯერ ვარჯიშობს და ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს კვებას. სპორტით საკმაოდ დიდ ასაკში დაკავდა. 49 წლის იყო, როდესაც პირველი ფიტნეს შეჯიბრი მოიგო, ხოლო ახლა 30 ჯილდო აქვს. ის საზოგადოებას არწმუნებს, რომ ტრანსფორმაციისთვის არასოდესაა გვიან.

3-1645620706.jpeg

"მჯერა, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ქალები უფრო დამოუკიდებლები, თავდაჯერებულები და სექსუალურები ხდებიან, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩვენ კარგ ფორმაში ვართ. გამხდარი სხეულისთვის ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. დაბერების ორი გზა არსებობს: ერთი არის ქრონოლოგიური ასაკი, რომელიც იწყება დაბადების თარიღიდან დღემდე. მეორე კი ბიოლოგიური ასაკია, რაც უფრო საინტერესოა! ჩვენ თავად შეგვიძლია შევქმნათ გამხდარი, ჯანსაღი და სექსუალური სხეული." - ამბობს ქალი The Sun-თან ინტერვიუში.

ლესლი ყველას უზიარებს 6 ძირითად რჩევას, რომელიც დაბერებას ხელს უშლის და ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

იხილეთ რჩევები