405 დღე წყნარ ოკეანეში - გადარჩენის წარმოუდგენელი ისტორია, რომლის მთავარ გმირსაც კანიბალიზმში ადანაშაულებენ | Allnews.Ge

405 დღე წყნარ ოკეანეში - გადარჩენის წარმოუდგენელი ისტორია, რომლის მთავარ გმირსაც კანიბალიზმში ადანაშაულებენ

ძალიან ბევრი ისტორია გვაქვს მოსმენილი ან წაკითხული გადარჩენის შესახებ, თუმცა ეს გადარჩენის ისტორია სხვებისგან ნამდვილად განსხვავდება. ხოსე სალვადორ ალვარენგამ, რომელიც 405 დღის განმავლობაში ოკეანეში იყო დარჩენილი, გადარჩენა მოახერხა, თუმცა მასთან ერთად მყოფი მეგობრის გაუჩინარება სიტუაციას ართულებს და ალვარენგას კანიბალიზმში ადანაშაულებენ.

72759692-72759687-1645527684.jpg

რა მოხდა სინამდვილეში?

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ხოსე სალვადორ ალვარენგა არის სალვადორელი მეთევზე, რომელიც იპოვეს 2014 წლის 30 იანვარს, მარშალის კუნძულზე, მას შემდეგ რაც მან ზღვაში 14 თვე გაატარა. ის გაუჩინარდა 2012 წლის 17 ნოემბერს.

მედიის ცნობით, ის გადარჩა ძირითადად უმი თევზის, კუების, პატარა ფრინველებისა და წვიმის წყლის მეშვეობით. როდესაც ის მაშველებმა იპოვეს მამაკაცი შიშველი იყო, ხელში დანა ეკავა და ესაპნურად ყვიროდა. მან რამდენიმე დღე გაატარა საავამყოფოში, შემდეგ კი ოჯახში დააბრუნეს.

jose-alvarenga-466653719-1645527742.jpg

ალვარენგას ამბავი მთელს მსოფლიოში გავრცელდა, მიუხედავად სკეპტიკოსების თავდაპირველი კრიტიკისა, ის არის პირველი ადამიანი ისტორიაში, რომელმაც პატარა ნავზე ზღვაში ერთ წელზე მეტი დრო გაატარა.

საეჭვო დეტალები

2012 წლის 21 დეკემბერს მექსიკელმა მეთევზემ, ხოსე სალვადორ ალვარენგამ თავის მეგობართან, ეზეკიელ კორდობასთან ერთად ელ სალვადორის სანაპიროებიდან 7 მეტრიანი ნავით გაცურა. როგორც წესი ისინი საღამოობით ბრუნდებოდნენ სახლში, თუმცა ამჯერად ისინი უკან არ დაბრუნებულან...

405 დღის შემდეგ, ნავი მარშალის კუნძულებთან გამოჩნდა. მაშველების დახმარებით სანაპიროზე ფეხი მხოლოდ ერთმა მათგანმა, ხოსე სალვადორ ალვარენგამ დაადგა.

a6195cd6-8dff-41a6-bd29-cd0a141eb2e2-2060x1047-1645527715.jpeg

ხოსეს მიერ გავლილი მანძილი

"საშინელება გადავიტანე, თუმცა მეთევზეობის გამოცდილება ამ სიტუაციაში კარგად გამოვიყენე. არ ვსვამდი ოკეანის წყალს, მხოლოდ წვიმას ველოდებოდი და ასე ვიმარაგებდი დასალევ წყალს, ზოგჯერ საკუთარი შარდიც კი დავლიე. რაც შეეხება კვებას, ძირითადად თევზით და თოლიით ვიკვებებოდი." - ყვება ალვარენგა.... ასევე როგორც მან აღნიშნა, ამ პერიოდში მას ზვიგენი ან სხვა სახიფათო არსება არ შეუმჩნევია.

რაც შეეხება კორდობას, გამოძიება მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დღემდე მიმდინარეობს.

aa7a95a0-7eee-4857-a283-b1fe04c548e6-594x600-1645527761.jpeg

ყუთი, რომელშიც ის ძლიერი სიცხის დრო ჯდებოდა

article-2552673-1b3a3a5600000578-763-634x420-1645527776.jpg

ხოსეს ნავი, სადაც მან 14 თვე გაატარა

გადარჩენიდან 4 კვირის შემდეგ, ალვარენგამ გამომძიებელს ჩვენება მისცა კორდობას სიკვდილის შესახებ: - "ის არ ცდილობდა გადარჩენისთვის რაიმე გაეკეთებინა. არც თევზაობდა და არც თოლიების დაჭერაში მეხმარებოდა, მხოლოდ ტიროდა და მოსაწყენად საუბრობდა. ჩვენი გაუჩინარებიდან 4 კვირის შემდეგ, ერთ დილას ის გარდაცვლილი დამხვდა. რათქმაუნდა გული ძალიან დამწყდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა ის ოკეანეში გადავაგდე..."

მიუხედავად ალვარენგას მტკიცებისა, ექსპერტები თვლიან, რომ არცერთი პროფესიონალი მეთევზე ადამიანს გვამს ოკეანეში არ ჩააგდებდა, რადგან ამით ზვიგენებს უფრო მეტად გამოიწვევდა, გარდა ამისა ალვარენგას ჭარბწონიანობაც სიტუაციას აუარესებს! ვინაიდან ექსპერტების აზრით, თევზის და თოლიის ჭამით მამაკაცი წონაში ამდენს ვერ მოიმატებდა.

599213c2-e52e-4723-9e10-36b5c450b3ee-920x1020-1645527797.jpeg

წყარო

myquiz