რომელია ყველაზე მავნე ალკოჰოლური სასმელი? | Allnews.Ge

რომელია ყველაზე მავნე ალკოჰოლური სასმელი?

ზოგიერთი ალკოჰოლური სასმელი სხვებზე მავნეა იმის გათვალისწინებით,რომ ორგანიზმისთვის მეტი ზიანის მიყენება შეუძლია.

მაგალითად, კონიაკი წარმოადგენს ზედმეტად კალორიულ პროდუქტს. ალკოჰოლური კოქტეილები და ცქრიალა ღვინოების ჭარბად მიღება, მათში დიდი რაოდენობით შაქრის შემცველობის გამო, არ არის მიზანშეწონილი. ლუდი განსაკუთრებულად ტვირთავს თირკმელებს.

შედარებით ნაკლებად დამაზიანებელი ეფექტი ალკოლურ სასმელებში ექსპერტების აზრით, ღვინოს აქვს. თუმცა მისი მიღებაც უნდა მოხდეს მცირე რაოდენობით.

ალკოჰოლი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ალკოჰოლური სასმელით სიამოვნების მიღება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ მას ძალიან მცირე რაოდენობით მივიღებთ. თრობის მდგომარეობაში შეუძლებელია შევიგრძნოთ გემოს ყველა ნიუანსი და შევაფასოთ ბოკალის ან ფუჟერის შიგთავსის ხარისხი.