სტალინის ყოფილი სახლი მოსკოვში, რომელიც 100 მილიონად იყიდება (ფოტოები) | Allnews.Ge

სტალინის ყოფილი სახლი მოსკოვში, რომელიც 100 მილიონად იყიდება (ფოტოები)

მოსკოვში მდებარე სამსართულიან სახლში ეს ბინა თავის დროზე სტალინის საკუთრება იყო. მერე გენერალს მიხეილ მალინინს უსაჩუქრა მეორე მსოფლიო ომის დროს გამოჩენილი გმირობის გამო.

სახლი, სადაც აღნიშნული ბინა მდებარეობს, 1945 წელს არის აშენებული. შენობის ჭიშკარს ლომების სკულპტურა ამშვენებს, ამიტომაც ამ სახლს ლომებიან სახლს უწოდებენ, ან გენერლების სახლს. აქ ყოფილი საბჭოთა კავშირის ბევრი ცნობილი სამხედრო პირი, გენერალი თუ მარშალი ცხოვრობდა.

stalini1-1645263198.jpg

ბინას შენარჩუნებული აქვს პირვანდელი წყობა. დიზაინი შეცვლილია, თუმცა ბევრი ნივთი დატოვეს ხელუხლებელი.

სახლში არის კაბინეტი, სასტუმრო ოთახი, სამზარეულოსთან არსებული სახლის საიდუმლო გასასვლელი, ორი საძინებელი, დახურული სამზარეულო, აბაზანა, სტუმრის ოთახი და დიდი ჰოლი. სახლის საერთო ფართი 204 კვ.მ-ია. ჭერის სიმაღლე 3,5 მ. ფანჯრები ერთდროულად სამ ქუჩაზე გადის.

stalini5-1645263216.jpg

stalini11-1645263238.jpg

განაგრძეთ კითხვა