ორთითა ადამიანების ამოუცნობი საიდუმლო - აფრიკული ტომი, რომლის წარმომადგენელთა უმეტესობას ფეხზე მხოლოდ ორი თითი აქვს | Allnews.Ge

ორთითა ადამიანების ამოუცნობი საიდუმლო - აფრიკული ტომი, რომლის წარმომადგენელთა უმეტესობას ფეხზე მხოლოდ ორი თითი აქვს

აფრიკის უღრან ტყეში, ზიმბაბვეს და ბოტსვანას შორის მდებარე ტერიტორიაზე ბინადრობს უჩვეულო ტომი, რომელსაც ვადომას ან საპადის უწოდებენ.

ტომის წევრთა რაოდენობა 16 000 არ აღემატება. მათ ენას დემა ჰქვია და ზიმბაბვეში ფართოდ გავრცელებულ ენა შონას ენათესავება. ტომის წარმომადგენლები ძირითადად თავს ნადირობით, თევზაობითა და შემგროვებლობით ირჩენენ.

3010-2-1-doma-9-1645165921.jpg

აღსანიშნავია, რომ ვადომას წარმომადგენელთა რაოდენობა ადრე უფრო დიდი იყო, თუმცა ტომის წევრთა ნაწილმა წინაპართა ტრადიციული საქმიანობა მიტოვა და საცხოვრებლად ქალაქში გადავიდა.

3010-2-1-doma-6-1645165910.jpg

ტომის წარმომადგენელთა უმეტესობას ფეხის ტერფზე სულ 2 თითი აქვს. ორთითა ადამიანების შესახებ პირველად ამერიკელმა მოგზაურმა პოლ დიუ შაიუმ გაიგო.

1863 წელს მან გამოსცა წიგნი, სადაც აღწერა მოგზაურობა აფრიკაში და პირველად ახსენა უჩვეულო ორთითა ადამიანები.

1971 წელს პირველი სმეცნიერო ექსპედიცია მოეწყო ორთითა ტომის შესასწავლად. მეზობელი ტომების დახმარებით მეცნიერებმა ვადომას ტომი გაიცნეს და გამოიკვლიეს. მათი ვარაუდით ფეხის უჩვეულო ფორმა ახლონათესაური ქორწინების შედეგი იყო.

f8f465d108da31ce1d5ee0f151eb39a6-1645166009.webp

vadoma-1645166022.jpg

სხვა ვერსიით ანომალიის მიზეზი უცნობი ვირუსი გახდა. დადგინდა, რომ ე.წ. მარწუხის სინდრომზე პასუხისმგებელი გენი დომინანტურია.

ვადომას წარმომადგენლები ძალიან სწრაფად დარბიან, ხიდან ხეზე მარტივად ხტებიან, ხეზე ასულებს კი შეუძლიათ რამდენიმე დღე გაატარონ ხილის კრეფაში.

vadoma-2-1645166036.jpg

ვადომას ლეგენდის თანახმად, ტომის სამშობლო წითელი ვარსკვლავი ლიტლოფსია, რომელსაც ჩვენ პლანეტა მარსს ვუწოდებთ. აღსანიშნავია, რომ ვადომას ტომის წარმომადგენლები შესანიშნავად ფლობენ მედიცინასა და ფარმაცევტიკას. პრიმიტიული იარაღისა და ველური მცენარეების დახმარებით ისინი სერიოზულ სნეულებებსაც კურნავენ.

myquiz