"წმინდა მიწაზე ჩასულ ქართველებს არც კი წარმოგვიდგენია, რომ ოდესღაც იერუსალიმში 20-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი გვეკუთვნოდა" - რა აღმოჩენის შესახებ ჰყვება გიორგი ლობჟანიძე? | Allnews.Ge

"წმინდა მიწაზე ჩასულ ქართველებს არც კი წარმოგვიდგენია, რომ ოდესღაც იერუსალიმში 20-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი გვეკუთვნოდა" - რა აღმოჩენის შესახებ ჰყვება გიორგი ლობჟანიძე?

ექი­მი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე ძვე­ლი რუ­კე­ბის კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი და მკვლე­ვა­რი­ცაა, მას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წიგ­ნიც აქვს გა­მო­ცე­მუ­ლი.

ამ­ჯე­რად იგი მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მო­ჩე­ნე­ბის შე­სა­ხებ გვი­ზი­ა­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მელ­თა შე­სა­ხებ მხო­ლოდ სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­შია ცნო­ბი­ლი და წუ­ხილს გა­მოთ­ქვამს, დღეს რომ წმინ­და მი­წა­ზე ჩა­სულ­მა ქარ­თვე­ლებ­მა არც კი ვი­ცით, იქ რა გვე­კუთ­ვნო­და და თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­თა­გან რომ ამით უნდა ვა­მა­ყობ­დეთ.

- წმინ­და მი­წა­ზე ტუ­რის­ტად ჩა­სულ ქარ­თვე­ლებს დღეს ნაკ­ლე­ბად წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია, რომ ოდეს­ღაც იე­რუ­სა­ლიმ­ში და მის შე­მო­გა­რენ­ში, ცნო­ბი­ლი ჯვრის მო­ნას­ტრის გარ­და, კი­დევ 20-ზე მეტი ეკ­ლე­სია - მო­ნას­ტე­რი გვე­კუთ­ვნო­და. მათი ნა­წი­ლი დღეს აღარ არ­სე­ბობს, ნა­წი­ლი კი სხვა ქრის­ტი­ა­ნულ კონ­ფე­სი­ებს აქვთ მი­სა­კუთ­რე­ბუ­ლი. ეს ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბი კარ­გად არის ცნო­ბი­ლი სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ე­ბის­თვის, თუმ­ცა რი­გი­თი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის, ეს ად­გი­ლე­ბი დღე­საც მი­უწ­ვდო­მე­ლია - არც ად­გი­ლობ­რი­ვი ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტე­ბი არ­სე­ბობს მათ მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად და არც აბ­რე­ბი გვამ­ცნობს მათ ის­ტო­რი­ულ კუთ­ვნი­ლე­ბას.

lobjanidze-61271-1645159591.jpg

- მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ უფრო მეტი რომ გვი­თხრათ...

- ტერა სან­კტას (ლათ. წმინ­და მიწა) მუ­ზე­უ­მი მდე­ბა­რე­ობს იე­რუ­სა­ლიმ­ში, ფრან­ცის­კა­ნელ­თა მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ადრე მდე­ბა­რე­ობ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის ქარ­თუ­ლი მო­ნას­ტე­რი. ფრან­ცის­კა­ნე­ლე­ბი აქ 1559 წელს მო­ვიდ­ნენ და რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბით არის ცნო­ბი­ლი, ოს­მა­ლე­თის სულ­თნის ნე­ბარ­თვით იყი­დეს ეს ტე­რი­ტო­რია ქარ­თვე­ლე­ბის­გან, რად­გან მო­ნას­ტე­რი მი­ტო­ვე­ბუ­ლი იყო (თუმ­ცა, იმ მო­მენ­ტის­თვის მო­ნას­ტერ­ში ჯერ კი­დევ იმ­ყო­ფე­ბო­და 3 ქარ­თვე­ლი მო­ნა­ზო­ნი).

ფრან­ცის­კა­ნელ­თა სა­სა­ხე­ლოდ უნდა ით­ქვას, რომ მათ არ უც­დი­ათ ქარ­თუ­ლი კვა­ლის წაშ­ლა, პი­რი­ქით, აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის აღ­მო­ჩე­ნის და შეს­წავ­ლის პრო­ცეს­ში. აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია აქ მოღ­ვა­წე ღვთის­მსა­ხუ­რი და არ­ქე­ო­ლო­გი ვირ­ჯი­ლიო კორ­ბო, რო­მელ­მაც აღ­მო­ა­ჩი­ნა ბირ ელ-ყუ­ტის ქარ­თუ­ლი მო­ნას­ტრის უძ­ვე­ლე­სი წარ­წე­რე­ბი.

247918659-1039338516648629-5252180478610646740-n-61135-1645159611.jpg

ტერა სან­კტას - მას მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში იმ­დე­ნად დიდი რე­კონ­სტრუქ­ცია ჩა­უ­ტარ­და, რომ აღა­რა­ფე­რი დარ­ჩა ძვე­ლი შე­ნო­ბის­გან

ეს არ­ტე­ფაქ­ტე­ბი დღეს ტერა სან­კტას მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა. ფრან­ცის­კა­ნელ­თა პე­რი­ოდ­ში მო­ნას­ტერ­მა არა­ერ­თი რე­კონ­სტრუქ­ცია გა­ნი­ცა­და და სა­ბო­ლოო სახე მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში მი­ი­ღო. ქარ­თუ­ლი მო­ნას­ტრის არა­ერ­თი ქვა ჩარ­თუ­ლია ახა­ლი შე­ნო­ბის წყო­ბა­ში, ან ჩა­ტა­ნე­ბუ­ლია სა­ძირ­კველ­ში. აღ­ნიშ­ნულ არ­ტე­ფაქ­ტებს მო­ნას­ტრის ღვთსმსა­ხუ­რი და მუ­ზე­უ­მის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კო­ლექ­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ეუ­ჯე­ნიო ალი­ა­ტა იკ­ვლევს.

ერთ-ერთი სტა­ტია ჯვრი­ა­ნი კა­პი­ტე­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნას ეხე­ბა, რო­მელ­საც ალი­ა­ტა სავ­სე­ბით მარ­თე­ბუ­ლად, ქარ­თუ­ლად მი­იჩ­ნევს და იგი­ვე აზრი აქვს 5 ჯვრი­ა­ნი კომ­პო­ზი­ცი­ის ამ­სახ­ველ ბა­რე­ლი­ეფ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ამა­ვე კომ­პლექსში, წმინ­და ელე­ნეს ეზო­ში გვი­ან­დელ კე­დელ­შია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რო­გორც მე­ო­რა­დი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლა.

ambebi.ge

myquiz