არ გადაყაროთ მანდარინის კანი: 6 რჩევა ციტრუსის მოყვარულებს | Allnews.Ge

არ გადაყაროთ მანდარინის კანი: 6 რჩევა ციტრუსის მოყვარულებს

ზამთრის სხვა ყველა შარმთან ერთად, ციტრუსები და განსაკუთრებით მანდარინი უამრავი ადამიანის საყვარელი ხილია. მისი ჭამა ყველას უყვარს, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ მანდარინის კანის გამოყენებაც არანაკლებ ჭკვიანურად და საინტერესოდ არის შესაძლებელი.

ერთი შეხედვით არაფრისმომცემი კანი, რომელიც ძირითადად ნაგვის ურნაში აღმოჩნდება ხოლმე, შეგვიძლია საკუთარი საუზმის, ლანჩის თუ სადილის ძირითად ნაწილად ვაქციოთ.

mandarini2-1645086604.jpg

1. შეგიძლიათ დააქუცმაცოთ დაგამოიყენოთ ნამცხვრებისათვის, როგორც ცედრა;

2. მოათავსეთ კანი მცენარეულ ზეთში, დაელოდოთ რამოდენიმე კვირა. უგემრიელეს და სურნელოვან ზეთს მიიღებთ თქვენი სალათებისათვის;

3. ასევე, ამოავლეთ თხელი კანი შოკოლადში, გაყინეთ და მიირთვით, როგორც ხემსი შესვენებაზე;

4. დაუმატეთ ყავას ან ჩაის, მოადუღეთ ყავასთან ერთად და დააყენეთ ჩაიდანში ჩაისთვის;

განაგრძეთ კითხვა