ყველაზე მდიდარი ცხოველები, რომლებსაც დიდი მემკვიდრეობა ერგოთ | Allnews.Ge

ყველაზე მდიდარი ცხოველები, რომლებსაც დიდი მემკვიდრეობა ერგოთ

დიახ, ზოგიერთი ცხოველი ადამიანებზე ბევრად უკეთ ცხოვრობს. რასაკვირველია, ისინი აზრზე არ არიან, რამხელა ქონება აქვთ და არც სიმდიდრის გაეგებათ რამე, ძირითადად, მათი მეურვეები განაგებენ თანხებს და ცდილობენ, არაფერი მოაკლონ და რაც კი შეიძლება, ფუფუნებაში აცხოვრონ შინაური ცხოველები, რომლებიც მდიდარმა ადამიანებმა მემკვიდრეებად გამოაცხადეს ცოლების, ქმრების, შვილების თუ სხვა ნათესავების ნაცვლად. სხვათა შორის, ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ფრანგმა კარდინალმა რიშელიემ თავისი ქონება 14 კატას დაუტოვა. ლეგენდის თანახმად, რიშელიეს უკანასკნელი სურვილი არ გაიზიარეს მისმა ახლობლებმა და რადიკალური გადაწყვეტილება მიიღეს ამ "პრობლემის" აღმოსაფხვრელად - ყველა კატა გაანადგურეს. მე-19 საუკუნეში რუსეთშიც მოხდა ასეთი შემთხვევა - მდიდარმა ვაჭარმა მარია ლეონტიევამ თავისი სოლიდური ქონება თავის ძაღლს დაუტოვა. ნათესავებმა სცადეს ანდერძის გაპროტესტება, თუმცა ამაოდ - ცხოველის გარდაცვალების შემდეგ, ქონება ქალაქის ხაზინას გადაეცა.

ცოტა ხნის წინ ვწერდით გერმანულ ნაგაზ გიუნტერ IV-ზე, რომლის მფლობელობაშიც უზარმაზარი ვილა იყო და სწორედ მისი სახელით გაიყიდა ეს ვილა 29 მლნ დოლარად. 1992 წელს, როდესაც გრაფინია შარლოტა ლიბერშტაინი გარდაიცვალა, მისი ქონება - 224 მლნ გირვანქა სტერლინგი მის ძაღლს გიუნტერ III-ს დარჩა მემკვიდრეობით. ხოლო გიუნტერ III-ის გარდაცვალების შემდეგ, მისი ქონების მემკვიდრედ მისი შვილი გიუნტერ მეოთხე გამოცხადდა. ნაგაზი მართლაც ფუფუნებით ცხოვრობს და ვრცელდება ხოლმე მისი ფოტოები, როგორ დასეირნობს კაბრიოლეტით თუ ისვენებს სხვადასხვა კუნძულზე.

1560115681146659885-1645086362.png

2000 წელს ექსცენტრულმა მილიონერმა პატრიცია ო'ნილმა, გრაფინია კენმორის ქალიშვილმა, თავისი ძირითადი ქონება - 60 მლნ დოლარი, ასევე სასახლე სამხრეთ აფრიკაში, თავის შიმპანზე კალუს დაუტოვა. დანარჩენი ქონება - ძაღლებს და კატებს. ხოლო თავის ქმარს, რომელიც ვერ იტანდა შიმპანზეს, გრაფინიამ არაფერი არგუნა. მაიმუნი ქალს კონგოდან ჩამოუყვანია - ხეზე მიბმული უპოვია და გადაურჩენია.

1560115425154363079-1645086390.png

ცნობილი ტელეწამყვანი ოპრა უინფრის ძაღლები 30 მლნ დოლარი ოდენობის ქონებას ფლობენ. ოპრას თავად არ ჰყავს შვილი და გადაწყვიტა, რომ მისი ქონების მემკვიდრეები სწორედ მისი ძაღლები იქნებიან, რომლებსაც ფონდი გაუხსნა და სწორედ იქ რიცხავს მათთვის თანხას.

opra-1645086427.jpg

1988 წელს მილიონერმა, ანტიკვარით მოვაჭრემ ბენ რიმ 25 მლნ დოლარი დაუტოვა თავის კატა ბლეკის. სიცოცხლეში მას 15 კატა ჰყავდა, თუმცა ბლეკი ერთადერთი იყო, ვინც ბენის სიცოცხლის ბოლომდე შემორჩა და შესაბამისად, მთელი ქონება მას ერგო, ნათესავებს კი კაპიკიც არ დაუტოვა. ქონების ნაწილი ასევე არგუნა საქველმოქმედო ორგანიზაციებს და მათვე დააკისრა ვალდებულება, მოევლოთ მისი მემკვიდრე კატისთვის.

rich-animal-image-six-750x474-1645086460.jpg

განაგრძეთ კითხვა