ვინ არის ყველაზე პოპულარული ძიძა ჰოლივუდში, რომელსაც მეგან მარკლმაც ანდო პირველი შვილის მოვლა | Allnews.Ge

ვინ არის ყველაზე პოპულარული ძიძა ჰოლივუდში, რომელსაც მეგან მარკლმაც ანდო პირველი შვილის მოვლა

ბრიტანეთის სამეფო ოჯახში მეგან მარკლის გამოჩენასთან ერთად, სიტყვა "ჰოლივუდი" კენსინგტონის სასახლისთვის ცარიელი ფრაზა არ ყოფილა. არც არავის გაკვირვებია, როცა მეგანმა არა ბრიტანეთის სამეფო კარის მიერ აღიარებულ გუვერნანტებსა და ძიძებს მიმართა, არამედ ჰოლივუდის სუპერ ძიძაზე, კონი სიმპსონზე შეაჩერა არჩევანი.

2-1645085883.jpg

კონი სიმპსონი ასევე ცნობილია "ძიძა კონის" სახელით. ის 250-ზე მეტი ბავშვის აღზრდაში ოცდაათი წლის განმავლობაში მონაწილეობდა, მათ შორის ჯასტინ ტიმბერლეიკისა და ჯესიკა ბილის, მეტ დეიმონისა და სხვა ძალიან ცნობილი ვარსკვლავების შვილების ძიძა იყო. ჯორჯ და ამალ კლუნებმა პრინც ჰარისთან და მეგან მარკლთან სწორედ კონის გაუწიეს რეკომენდაცია. ~

koni-simpsoni-1645085928.jpg

კონი სიმპსონი

2018 წლის დასაწყისში ცნობილმა ძიძამ დაწერა წიგნი: "ძიძა კონის გზა: მშობლობის საიდუმლო პირველი ოთხი თვის განმავლობაში". წიგნში ის ძუძუთი კვების, მშობიარობის შემდგომ სტრესის, ბავშვის ბანაობისა და ძილის მახასიათებლებზე წერს და ამბობს, რომ ყველაზე მთავარი, რისი მიცემაც დედებს შვილებისთვის შეუძლიათ, დედობრივი სიყვარულია.ამავე წიგნში, გამომდინარე იქიდან, რომ მან ძალიან ბევრ ცნობილ მშობელთან იმუშავა, მათ შორის იყვნენ, ჯესიკა ბილი, ჯესიკა ალბა, ბრუკ შილდსი, ემილი ბლანტი და სხვა, კონიმ დაწერა, ვინ როგორ გადაიტანა მშობიარობა.სიმპსონის ერთ-ერთმა კლიენტმა, ჯესიკა ბილმა აღიარა, თუ რამხელა ძალისხმევა დასჭირდათ მას და მის ქმარ ჯასტინ ტიმბერლეიკს შვილის, საილასის დაბადების შემდეგ. "ის ღამ-ღამობით ჩემთან იჯდა, როცა მე ვცდილობდი შვილი ძუძუთი მეკვება. ჩემი თავი და ხელი ეჭირა, როცა ვტიროდი და მშობიარობის შემდეგ ძალიან ცუდად ვიყავი," - ამბობს ჯესიკა კონიზე.

koni-simpsoni-4-1645085968.jpg

გარდა ამისა, ქალს ძუძუთი გამოკვების პრობლემაც ჰქონდა, ამიტომ სიმპსონმა ლუდის დალევა ურჩია, რამაც გაამართლა. ჯესიკა ბილმა კონის საკუთარი ცხოვრების უდიდესი გამოცდილება უწოდა და ორსულობის პერიოდშიც მნიშვნელოვან რჩევებს იღებდა მისგან.ამავე წიგნში სიმპსონმა ისაუბრა, როგორ ცდილობდა ემილი ბლანტი ფორმაში ჩადგომას მშობიარობის შემდეგ, ხოლო ჯესიკა ალბამ და მისმა ქმარმა კი არ იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ, როდესაც მათ შვილს მუცლის შებერილობა აწუხებდა და პანიკაში იყვნენ. განაგრძეთ კითხვა

myquiz