რა ღირს და რომელმა კომპანიამ დაამზადა პუტინის ცნობილი გრძელი მაგიდა | Allnews.Ge

რა ღირს და რომელმა კომპანიამ დაამზადა პუტინის ცნობილი გრძელი მაგიდა

კრემლის მეტად გრძელი მაგიდა, რომელსაც პრეზიდენტ პუტინი უცხოელ ლიდერებთან შეხვედრების დროს იყენებს და რომელმაც მსოფლიო ყურადღება მიიპყრო, იტალიაში, მცირე საოჯახო კომპანიამ დაამზადა. Reuters-ის ცნობით, ამავე კომპანიას კრემლის ათობით სხვა ოთახი აქვს მოწყობილი.

თეთრი მაგიდა, რომელიც, დაახლოებით, 6 მეტრის (12 ფუტის) სიგრძისაა, სოციალურ მედიაში ურიცხვი მემის წყარო გახდა.

რენატო პოლონა აცხადებს, რომ გრძელი მაგიდა არის ერთ-ერთი იმ მრავალი ნივთიდან, რომელიც მისმა კომპანია Oak-მა 1995-1997 წლებში, კრემლისთვის კონტრაქტით დაამზადა.

skynews-vladimir-putin-emmanuel-macron-5666116-1645015346.jpg

„ეს მაგიდა მართლაც აისბერგის მწვერვალია. მთლიანობაში, კრემლს ავეჯი და აღჭურვილობა, დაახლოებით, 70 ოთახისთვის მივაწოდეთ. ზოგიერთი სხვა მაგიდა თეთრ მაგიდაზე უფრო დიდია,“ - განუცხადა Reuters-ს რენატო პოლონამ.

მისი თქმით, მაგიდის ზედაპირი დამზადებულია წიფლის ხისგან, რომელიც სამ სადგამს ეყრდნობა. დაფარულია თეთრი ლაკით და გვერდებზე მოოქროვილია. მაგიდის დღევანდელი ფასი, დაახლოებით, 100 000 ევრო, 113 660 დოლარია.

„მეტად სასიამოვნოა ყველგან ჩვენი მაგიდის ფოტოების ხილვა. იმედი ვიქონიოთ, რომ ის გარკვეულ იღბალს მოიტანს და მოსალოდნელ ომს შეაჩერებს,“ - აცხადებს რენატო პოლონა. განაგრძეთ კითხვა