"არ დარჩა არც ერთი საყდარი, ეკლესია და ციხე დაუნგრეველი" - როდის მოხდა ყველაზე ძლიერი მიწისძვრები საქართველოში? | Allnews.Ge

"არ დარჩა არც ერთი საყდარი, ეკლესია და ციხე დაუნგრეველი" - როდის მოხდა ყველაზე ძლიერი მიწისძვრები საქართველოში?

13 თებერვალს საქართველოს მოსახლეობა სერიოზულად შეაშფოთა ძლიერმა ბიძგებმა, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისის მუციპალიტეტის სოფელ სამებაში იყო, რომლის სიმძლავემ რიხტერის შკალით 6.2 მაგნიტუდი შეადგინა. წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრაც რაიმე სერიოზული ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

საქართველოში მიწისძვრები იყო და მომავალშიც იქნება, რადგან კავკასია სეისმურად აქტიურ ზონად ითვლება და მდებარეობს არაბეთის და ევრაზიის ფილების შესაყარში. სამწუხაროდ მიწისძვრის პროგნოზირება შეუძლებელია, მხოლოდ შესაძლებელია ძლიერი მიწისძვრის გარკვეული ალბათობის გამოთვლა კონკრეტულ რეგიონში უახლოესი 10 /20 წლის განმავლობაში.

1635096548-1629131910-1628600982-1627203813-1611555611-1609914250-1606750687-1590160825-miciszvra-1-1644841715.jpg

საინტერესო იქნება გავიხსენოთ, მაინც რამდენი დამანგრეველი მიწისძვრა შემოინახა საქართველოს ისტორიამ?

უახლოესი კვლევებით დადგინდა, რომ საქართველოში ყველაზე ძლიერი, 9 ბალიანი მიწისძვრა 1275 წელს მოხდა, ეპიცენტრი მცხეთა იყო, რა დროსაც ძლიერი ნგრევა და მსხვერპლი მოყვა, მათ შორის ჩანოიშალა სვეტიცხოვლის გუმბათიც. აი როგორ აღწერს ჟამთააღმწერელი მცხეთის მიწისძვრას, რომელიც დიდ შაბათს აღდგომის დღესასწაულის წინ უძღვოდა, თუმცა წინა დღეებში რამდენიმე მცირე ბიძგი დაფიქსირდა:

" დიდ შაბათს, ჩვეულებისამებრ, ხალხი დიდ სიხარულს მოელოდა აღდგომის დღესასწაულის მოახლოების გამო. სწორედ ამ დღეს მოხდა საშინელი მიწისძვრა: "ესოდენ რისხვით მოხედნა ღმერთმან ქვეყანასა და შეძრწუნდა". დაინგრა საყდრები და მონასტრები, ეკლესიები და ციხეები. მთები და ბორცვები ჩამოიშალა, კლდეები გაცამტვერდა. მიწა გაიპო და იქიდან კუპრივით შავმა წყალმა ამოხეთქა. მაღალი ხეები წაიქცა და ქვეშ მოიყოლა აწყურის საყდარი.

აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ლიტანიობის დროს ტაძარში იყო შესვენებული და საყდრის შუაში დაბრძანებული. მიწისძვრის დროს გუმბათი ჩამოიქცა და როგორც ქუდი, ისე დაეხურა ხატს თავზე და "დარჩა უვნებლად ძლიერებითავე მისითა". მცხეთის საყდარიც დაინგრა, უამრავი ადამიანი დაიღუპა, სამცხეში არც ერთი საყდარი, ეკლესია და ციხე არ დარჩა დაუნგრეველი. "იქმნა გლოვა და ტირილი უზომო".

შემდეგ საუკუნეებში ისტორიამ შემოინახა სულ მცირე 5 ძლიერი მიწისძვრა, რომლის სიმძლავრე მინიმუმ 7 ბალი უნდა ყოფილიყო,

ახლა კი მიმყვეთ ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრების ქრონოლოგიას:

ახალქალაქის მიწისძვრა 1899 წლის 31 დეკემბერი

მიწისძვრა 0:50 სთ-ზე მოხდა, მისი მაგნიტუდა იყო 6, 3 ერთეული, ინტენსივობა - 8-9 ბალი. დაიღუპა 240 კაცი.

გორის მიწისძვრა 1920 წლის 20 თებერვალი

2-13706-copy-1-1644841875.jpg

პირველი ძლიერი ბიძგი 20 თებერვლის 02:55 საათზე აღინუსხა, ხოლო განმეორებითი — 14:45 საათზე. რიხტერის სკალით მიწისძვრის მაგნიტუდა (ადგილობრივი სიმძლავრე) 6, 2 ერთეულს შეადგენდა (შედარებისთვის, 2002 წლის თბილისის მიწისძვრის მაგნიტუდა უდრიდა 4, 6 ერთეულს), ხოლო მერკალის სკალის მიხედვით ინტენსივობა ეპიცენტრში 8-9 ბალს უტოლდებოდა. ყველაზე ძლიერი, 9-ბალიანი ბიძგები აღირიცხა გორიდან 3 კილომეტრში მდებარე სოფელ ხიდისთავში.

ტაბაწყურის მიწისძვრა -1940 წლის 7 მაისი

მიწისძვრა 22:23 სთ-ზე აღირიცხა. ეპიცენტრი ტაბაწყურის ტბასთან მდებარეობდა. მაგნიტუდის სიმძლავრე იყო 6, ხოლო მიწისძვრის ინტენსივობა ეპიცენტრში 8 ბალი. მიწისძვრას მნიშვნელოვანი ნგრევა მოჰყვა, დაიღუპა დაახლოებით 40 კაცი.

სოფელ ჩხალთას მიწისძვრა 1963 წლის 13 ივლისი

მიწისძვრა აღინიშნა 18:27 სთ-ზე, მაგნიტუდა 6, 4, მიწისძვრის ინტენსივობამ ეპიცენტრში 9 ბალს მიაღწია. რადგან ტერიტორია მეჩხრად დასახლებულია, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ჩხალთის მიმდებარე სოფლებში დაზიანდა სახლები, მიწისძვრის თანამდევი იყო მეწყრები და კლდეების ჩამოშლა. განაგრძეთ კითხვა

myquiz