"შავი მთა მოპირდაპირე კუდევის მთას შეასკდა..." - მიწისძვრა, რომელმაც მთელი სოფელი შთანთქა | Allnews.Ge

"შავი მთა მოპირდაპირე კუდევის მთას შეასკდა..." - მიწისძვრა, რომელმაც მთელი სოფელი შთანთქა

"ხა­ხი­ე­თი - ყო­ფი­ლი სო­ფე­ლი სა­ჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც 1991 წლის 29 აპ­რილს 13 სა­ათ­სა და 13 წუ­თამ­დე მდე­ბა­რე­ობ­და მდი­ნა­რე ყვი­რი­ლის მარ­ჯვე­ნა შე­ნა­კა­დის ხა­ხი­ე­თის­წყლის ხე­ო­ბა­ში, აგ­რეთ­ვე თე­დე­ლე­თის­წყლის მარ­ჯვე­ნა ნა­პირ­ზე. ზღვის დო­ნი­დან 1090 მ-ზე. სა­ჩხე­რი­დან 21 კი­ლო­მეტრზე", - ასეთ ტრა­გი­კულ ჩა­ნა­წერს ვკთხუ­ლობთ "ვი­კი­პე­დი­ა­ში". ასე, რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბა­შია ჩა­ტე­უ­ლი პა­ტა­რა ქარ­თუ­ლი სოფ­ლის დიდი ტრა­გე­დია, რო­მე­ლიც მი­წისძვრამ შთან­თქა.

1991 წლის მი­წისძვრის ეპი­ცენ­ტრი მდე­ბა­რე­ობ­და თო­ფა­რა­საბ­ვის ქე­დის აღ­მო­სავ­ლე­თით. აღ­ნიშ­ნულ ქედს ძლი­ერ ეც­ვა­ლა სახე, მი­წისძვრის შე­დე­გად ჩა­მო­ი­შა­ლა კლდე, რო­მელ­მაც გა­და­კე­ტა მდი­ნა­რე ხა­ხი­ა­თის­წყა­ლის ვიწ­რო ხე­ო­ბა და წარ­მო­იქ­მნა 100 მეტ­რი სი­გა­ნის და 300 მ სიგ­რძის ტბა. მი­წისძვრის შე­დე­გად ჩა­მოშ­ლი­ლი მა­სა­ლის ქვეშ მოჰ­ყვა 20-კომ­ლი­ა­ნი სო­ფე­ლი 45 მცხოვ­რე­ბით. მდი­ნა­რის დო­ნემ ჩა­მოშ­ლი­ლი მა­სა­ლის ხარ­ჯზე აი­წია 20 მეტ­რით მაღ­ლა. იმ გე­ო­ლო­გე­ბის თქმით, ვინც მომ­ხდარს იკ­ვლევ­დნენ, მთის ჩა­მოშ­ლა მოხ­და ორი მხრი­დან.

პა­ტა­რა ქარ­თუ­ლი სოფ­ლის ტრა­გე­დი­ამ იმ­ხა­ნად მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა...

და­ახ­ლო­ე­ბით 15 წა­მის შემ­დეგ აღარც სო­ფე­ლი არ­სე­ბობ­და, აღარც ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ სი­ცო­ცხლეს რომ შე­ხა­როდ­ნენ. სოფ­ლის ად­გილ­ზე უშ­ვე­ლე­ბე­ლი ღრმუ­ლი გაჩ­ნდა, რო­მე­ლიც თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­ში წყლით ივ­სე­ბო­და. ასე გაჩ­ნდა ტბა, რომ­ლის ფსკერ­ზე 45 ხა­ხი­ე­თე­ლი გა­ნის­ვე­ნებს. სოფ­ლი­დან მხო­ლოდ ორი ადა­მი­ა­ნი გა­დარ­ჩა - ერთი მოზ­რდი­ლი და ერ­თიც პა­ტა­რა ბიჭი, რომ­ლე­ბიც იმ დი­ლით სო­ფელ­ში არ იყ­ვნენ.

მი­წისძვრებ­ზე სა­უბ­რი­სას მეც­ნი­ე­რე­ბი ხში­რად ახ­სე­ნე­ბენ ამ ავ­ბე­დით სა­ხელს - "ხა­ხი­ეთს". ეს და­ღე­ბულ ხა­ხას ნიშ­ნავს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს შთან­თქავს.

საქ­მე ის არის, რომ მი­წისძვრებს სე­ის­მუ­რად აქ­ტი­უ­რი ად­გი­ლე­ბი თით­ქმის ყო­ველ­თვის "მო­ნიშ­ნუ­ლი" აქვს და ხა­ხი­ე­თის ტე­რი­ტო­რი­აც ასე­თი იყო - რო­გორც ჩანს, რაჭა-იმე­რე­თის სე­ის­მუ­რად აქ­ტი­ურ მთებ­ში მი­წისძვრას ეს ად­გი­ლი ას­წლე­უ­ლე­ბის წი­ნაც ჰქონ­და შთან­თქმუ­ლი. ალ­ბათ, ამი­ტო­მაც შე­არ­ქვეს აქა­უ­რო­ბას ეს სა­ხე­ლი.

მო­სახ­ლე­ო­ბამ ეს სე­ის­მუ­რი ზო­ნე­ბი უნდა იცო­დეს და იქ არ და­სახ­ლდეს, ულა­მა­ზეს ხა­ხი­ეთ­ში კი ქარ­თვე­ლე­ბი და ოსე­ბი ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ და ამ ტრა­გე­დი­ამ ყვე­ლა­ნი ერთ წუთ­ში შთან­თქა.

ამ სოფ­ლი­დან გა­დარ­ჩე­ნი­ლი ჯუ­მარ გა­გი­ე­ვის მო­გო­ნე­ბამ იმ­ხა­ნად სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. იმ სა­ში­ნე­ლე­ბას მისი 18 წლის ვაჟი და ცო­ლიც შე­ე­წირ­ნენ:

"მე­ზო­ბელ სო­ფელ­ში ვი­ყა­ვი და იქი­დან ვბრუნ­დე­ბო­დი. სო­ფელს რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, უცა­ბე­დად უე­ცარ­მა ტალ­ღამ და­მარ­ტყა და სა­ში­ნე­ლი გუ­გუ­ნიც გა­ის­მა. მერე და­ვი­ნა­ხე, რომ შავი მთა მო­პირ­და­პი­რე კუ­დე­ვის მთას შე­ას­კდა და ხე­ო­ბა­ში, სა­დაც სო­ფე­ლი იყო, ორი­ვე ზათ­ქით ჩა­ი­შა­ლა, მე კი მი­წისძვრამ ჰა­ერ­ში ამაგ­დო."

ამ მი­წისძვრამ ზემო იმე­რე­თი­სა და რა­ჭის სოფ­ლე­ბის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ნგრე­ვა გა­მო­იწ­ვია. ხა­ხი­ე­თის ირ­გვლივ ტე­რი­ტო­რია დღეს მე­წყე­რე­ბი­სა და ზვა­ვე­ბის გრო­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი.