TikTok - როგორ იქცა პატარა იდეა მულტი მილიარდ დოლარიან ბიზნესად | Allnews.Ge

TikTok - როგორ იქცა პატარა იდეა მულტი მილიარდ დოლარიან ბიზნესად

მსოფლიო პანდემიის დროს აპლიკაცია TikTok სოციალური მედიის გიგანტი გახდა, რომელიც თავისი უნიკალური კონცეფციით მთელ მსოფლიოში დომინირებას აგრძელებს.

საინტერესოა, როგორ იქცა პატარა იდეა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბიზნესად?

TikTok ინტერნეტში 2016 წელს გამოჩნდა. აპი ჩინეთში მცხოვრებმა 35 წლის ჟანგ იმინმა დააარსა. ახალმა პლატფორმამ გაშვების დღიდან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მთელ მსოფლიოში. იგი ყველაზე ხშირად გამოიყენება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, თურქეთში, რუსეთსა და შეერთებულ შტატებში. TikTok-მა ჟანგ იიმინგი მილიარდერად აქცია, რომლის ამჟამინდელი ქონება 16 მილიარდი დოლარია.

2020 წლის ოქტომბერში კომპანიამ დაახლოებით 2 მილიარდ მობილურ ჩამოტვირთვის გადააჭარბა მთელ მსოფლიოში.

gettyimages-1228783329-1644826277.jpg

TikTok-ის ევოლუცია

ჟანგ იიმინგმა თავდაპირველად აპლიკაცია სახელწოდებით Douyin გამოუშვა, ის TikTok-ის მსგავსი იყო, თუმცა მხოლოდ ჩინეთში ვრცელდებოდა. მან Douyin ჩინეთში თავისი კომპანიის ByteDance-ის მეშვეობით 2016 წლის სექტემბერში გამოუშვა. თუმცა ეს არ აკმაყოფილებდა. იგი თვლიდა, რომ ჩინეთი მსოფლიოს ინტერნეტ მომხმარებელთა მხოლოდ მცირე ნაწილია და მისი კომპანია უზარმაზარ შესაძლებლობებს კარგავდა.

სულ რაღაც 200 დღეში Douyin-ს დაახლოებით 100 მილიონი მომხმარებელი იყენებდა, ყოველდღიურად კი დაახლოებით მილიარდი ვიდეოს ნახვები ჰქონდა. ამან იიმინგი შთააგონა და მალე TikTok შექმნა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ბესტსელერი გახდა.

ByteDance-მა TikTok გლობალურ ბაზარზე ერთი წლის შემდეგ, 2017 წლის სექტემბერში გამოუშვა და გაშვებიდან ხუთ თვეზე ნაკლებ დროში აპლიკაცია ტაილანდში და სხვა ქვეყნებში ყველაზე ხშირად ჩამოტვირთვადი იყო.

განაგრძეთ კითხვა

myquiz