ბინა პარიზში, საქველმოქმედო საქმიანობაში დახარჯული 14 000 და ასევე დახმარების ფონდებში გადარიცხული 45 000 ლარი - რა ქონებას ფლობს საქართველოს პრეზიდენტი?
საქართველოს მეხუთე და ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, საკუთარ სახლში, ქუჩაში ნაპოვნ ძაღლ გომბორასთან ერთად ცხოვრობს.
მას პირველი მეუღლისგან ნიკოლოზ გორჯესტანისგან (გუგუშვილი), რომელიც 22 წლის ასაკში რომში გაიცნო, ორი შვილი - თეიმურაზი და ქეთევანი ჰყავს, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ.
პირველ მეუღლესთან და შვილებთან ერთად
ოჯახის დანგრევის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი მეორედ დაოჯახდა. არჩევანი ამჯერად ისტორიკოს ჯანრი კაშიაზე შეაჩერა. პრეზიდენტი 2012 წლის 11 მარტს დაქვრივდა, ჯანრი კაშია კარდიოლოგიური ოპერაციის დროს, პარიზში გარდაიცვალა.
ჯანრი კაშიასთან ერთად
სალომე ზურაბიშვილის უფროსი შვილი თეიმურაზ გორჯესტანი პროფესიით დიპლომატია და დიდ ბრიტანეთში საფრანგეთის საელჩოში მუშაობს. თეიმურაზი დედის გაპრეზიდენტების შემდეგ დაოჯახდა და ქორწილი საქართველოში გადაიხადა. ჰყავს ერთი ქალიშვილი მარიამ გორჯესტანი.
ქეთევან გორჯესტანი პროფესიით ჟურნალისტია, ის წლების განმავლობაში საფრანგეთის ტელეკომპანია "ფრანც 24“-ში სპორტულ ჟურნალისტად მუშაობდა, ბოლო ხანს ის საცხოვრებლად ვაშინგტონში გადავიდა, სადაც უკვე ამავე ტელევიზიის სპეციალურ კორესპონდენტად მუშაობს...
ქეთევანი და თეიმურაზი
სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ცხოვრება მარტივი არ არის. საფრანგეთში გაზრდილი დიპლომატი ქართულ პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ მუდმივად იყო კრიტიკის ობიექტი, უწუნებდნენ ლაპარაკს, აქცენტს, მის მიერ შეცდომით ნათქვამი სიტყვები ხშირად ხდებოდა იუმორისტული გადაცემების სამიზნე.
ამჯერად პრეზიდენტის ქონებაზე მოგიყვებით. ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია სალომე ზურაბიშვილმა 2022 წლის 27 იანვარს შეავსო, რომლის თანახმადაც, მის მფლობელობაშია 60 კვ.მ ფართობის ბინა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, რომელშიც 1989 წელს 150 ათასი ევრო გადაიხადა.
სალომე ზურაბიშვილი ფლობს საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს თბილისში, რომელშიც 2006 წელს 160 ათასი დოლარი გადაიხადა. კუფტინის ქუჩაზე მდებარე 235 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან, 126.33 კვ.მ. საცხოვრებელ სახლს ეკუთვნის. განაგრძეთ კითხვა