"მშენებლობაზე ვმუშაობდი, რომ დედისთვის ფული გამეგზავნა"- "უდაბნოს ყვავილის" ნამდვილი ამბავი | Allnews.Ge

"მშენებლობაზე ვმუშაობდი, რომ დედისთვის ფული გამეგზავნა"- "უდაბნოს ყვავილის" ნამდვილი ამბავი

ვა­რი­სი დე­დამ და­არ­ქვა, ეს სა­ხე­ლი უდაბ­ნოს ყვა­ვილს ნიშ­ნავს. სწო­რედ ამ სა­ხე­ლით - "უდაბ­ნოს ყვა­ვი­ლი" იც­ნობს ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის­თვის მებ­რძოლ სო­მა­ლელ მწე­რალს, მო­დელ­სა და მსა­ხი­ობს მთე­ლი მსოფ­ლიო.

ვა­რის დირ­მა დიდი როლი ითა­მა­შა იმ ქა­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში, რომ­ლებ­საც უსას­ტი­კეს ტრა­დი­ცი­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა მო­უ­წი­ათ და ახ­ლაც უწევთ, ტრა­დი­ცი­ებ­თან ბრძო­ლა­ში, რო­მელ­საც არა­ერ­თი ქა­ლის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.

გო­გო­ნე­ბის­თვის სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნოს და­სა­ხიჩ­რე­ბა, რო­მე­ლიც აფ­რი­კა­ში ტრა­დი­ცი­აა, დღეს უკვე ბევრ ქვე­ყა­ნა­ში აკ­რძა­ლუ­ლია და ამა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ვა­რისს, რად­გან ის უკვე 30 წე­ლია იბ­რძვის ამ წეს-ჩვე­უ­ლე­ბის გა­საქ­რო­ბად. თა­ვად ვა­რი­სის ცხოვ­რე­ბა გა­მოწ­ვე­ვე­ბით იყო სავ­სე და იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მიც კი გა­და­ი­ღეს მი­სი­ვე და­წე­რილ ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ წიგნ­ში აღ­წე­რი­ლი ამ­ბე­ბის მი­ხედ­ვით.

61auxguesol-55086-1644558755.jpg

ბავ­შვო­ბა და აფ­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბის წლე­ბი ვა­რის­მა დღემ­დე არ იცის თა­ვი­სი ნამ­დვი­ლი ასა­კი, ისე­ვე, რო­გორც მისი ოჯა­ხის სხვა წევ­რებ­მა, რად­გან უდაბ­ნო­ში მცხოვ­რე­ბი ოჯა­ხის­თვის დრო­ის ცნე­ბა უსარ­გებ­ლო იყო: “წე­ლი­წა­დის სე­ზო­ნებს მზის მი­ხედ­ვით ვი­გებ­დით", - ამ­ბობს ის.

ვა­რის დირი და მისი ოჯა­ხი სო­მა­ლის უდაბ­ნო­ში მცხოვ­რე­ბი მწყემ­სე­ბის ტო­მი­დან არი­ან. რო­გორც თვი­თონ იხ­სე­ნებს, ბავ­შვო­ბა ბედ­ნი­ე­რად გა­ა­ტა­რა აფ­რი­კის ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ში, მაგ­რამ ხუთი წლის ასაკ­ში უკვე გა­ი­აზ­რა, რას ნიშ­ნავს იყო აფ­რი­კე­ლი ქალი და ამ ასაკ­ში მისი ცხოვ­რე­ბა უკვე ტან­ჯვას ჰგავ­და..

"ქა­ლე­ბი აფ­რი­კის ხერ­ხე­მა­ლია. ისი­ნი ას­რუ­ლე­ბენ სა­მუ­შა­ოს უმე­ტეს ნა­წილს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მათ არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ აქვთ, ხში­რად იმა­შიც კი, თუ ვის გაყ­ვე­ბი­ან ცო­ლად", - წერს ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ წიგნ­ში.

varisi3-60635-1644558773.jpg

ვა­რის დი­რის ცხოვ­რე­ბა­ში დიდი როლი ითა­მა­შა პრო­ცე­დუ­რამ, რო­მე­ლიც მას 5 წლის ასაკ­ში ჩა­უ­ტარ­და. ის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ წიგნ­ში დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს, რო­გორ მოკ­ვე­თეს ანეს­თე­ზი­ის გა­რე­შე 5 წლის ასაკ­ში სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო, რო­გორ კარ­გავ­და გო­ნე­ბას დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სის­ხლის და­კარ­გვის გამო, რო­გო­რი აუ­ტა­ნე­ლი ტკი­ვი­ლის გაძ­ლე­ბა უწევ­და და რო­გორ აი­სა­ხა შემ­დგომ ეს გა­მოც­დი­ლე­ბა მის ცხოვ­რე­ბა­ზე, უკვე ზრდას­რულ ასაკ­ში ყოფ­ნი­სას.

მა­მა­ცი გო­გო­ნას­თვის კოშ­მა­რუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი მა­შინ და­ი­წყო, როცა 13 წლის ასაკ­ში მა­მამ გა­და­წყვი­ტა, ჯოხზე დაყ­რდნო­ბილ, 60 წლის მა­მა­კა­ცის­თვის მი­ე­თხო­ვე­ბი­ნა.

"მა­მას შევ­ჩივ­ლე, რომ ის ჩემ­თვის ზედ­მე­ტად მო­ხუ­ცი იყო, მა­მამ კი მი­თხრა, რომ ეს იყო სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტი და რომ ჩემი მო­მა­ვა­ლი ქმა­რი მო­მივ­ლი­და, ჩემ­ზე იზ­რუ­ნებ­და. ბო­ლოს და­ა­მა­ტა, რომ ჩემ სა­ნაც­ვლოდ კაცი 5 აქ­ლემს იძ­ლე­ო­და. სას­წრა­ფოდ სახ­ლი­დან გაქ­ცე­ვა დავ­გეგ­მე", - იხ­სე­ნებს ვა­რი­სი.

მისი უფ­რო­სი და - ამა­ნიც ამა­ვე მი­ზე­ზით გაქ­ცე­უ­ლა სახ­ლი­დან. განაგრძეთ კითხვა

myquiz