6 უცნაურობა, რომელიც აინშტაინს სჭირდა- უცნობი ფაქტები ცნობილი მეცნიერის შესახებ | Allnews.Ge

6 უცნაურობა, რომელიც აინშტაინს სჭირდა- უცნობი ფაქტები ცნობილი მეცნიერის შესახებ

ალბერტ აინშტაინი იყო ფიზიკოსი და თეორიტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია XX საუკუნის უდიდეს მეცნიერად.

ყველას გვსმენია მისი გენიალურობის შესახებ, თუმცა ეს ფაქტები მის შესახებ ნამდვილად გაგაოცებთ:

1. აინშტაინი უცნაური თავით დაიბადა

როდესაც აინშტაინი დაიბადა, უკანა თავის არე იმდენად დიდი ჰქონდა, რომ მისი ოჯახის წევრები ღელავდნენ ამ ფაქტის გამო, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ, თავის ფორმა უფრო ნორმალური გახდა.

2. აინშტაინმა საუბარი გვიან დაიწყო

ამბობენ, რომ მან ვერ დაიწყო საუბარი 10 წლის ასაკამდე. ამის გამო სტენფორდის ეკონომისტმა დოქტორმა თომას სოველმა შემოიღო საკამათო ტერმინი "აინშტაინის სინდრომი". ეს სინდრომი ძირითადად გენიოს ადამიანებს ახასიათებთ, რომელთაც საუბარი გვიან დაიწყეს.

1-rwjs0horh80rrstxlr8xdw-1644469684.jpeg

3. აინშტაინს საკუთარი ქალიშვილი არასდროს უნახავს

სანამ აინშტაინი და მისი პირველი მეუღლე მილევა მერისი იქორწინებდნენ, მას ფარულად შეეძინა ქალიშვილი, მაგრამ ბავშვის ბედი, რომელსაც ლიესერლი დაარქვეს, გაურკვეველია. ის დაბადებისთანავე ფაქტობრივად გაქრა ისტორიული ჩანაწერებიდან. არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ აინშტაინს ოდესმე ნანახი ჰყავდა მისი ქალიშვილი.

4. აინშტაინი მეუღლეს უცნაურ წესებს უდგენდა

აინშტაინი ბევრს მოითხოვდა მილევასგან. მან დაუდგინა ცოლს კომპლექტი წესებისა. სიის მიხედვით მას უნდა ჰქონოდა დღეში სამჯერადი კვება, შეეწყვიტა ლაპარაკი, თუ ქმარი სთხოვდა და სავარაუდოდ არ უნდა ჰქონოდა ინტიმური ურთიერთობა მასთან.

albert-einstein-2-1644469709.jpg

5. აინშტაინი არასოდეს იცვამდა წინდებს

მსოფლიოში ცნობილი გენიოსი არასოდეს იცვამდა წინდებს. საერთოდ ის ძალიან მოუწესრიგებელი ადამიანი იყო.

6. აინშტაინმა დააჩქარა საკუთარი სიკვდილი

აინშტაინი გარდაიცვალა 1955 წლის 18 აპრილს. სისხლძარღვების გახეთქვის გამო. ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ექიმებმა შესთავაზეს ოპერაცია, მაგრამ აინშტაინმა უარი განაცხადა და თქვა: "ეს არის ცხოვრების უგემოვნო გახანგრძლივება ხელოვნურად".